ვნებათაღელვა სენაკის საკრებულოს ირგვლივ - დაითხოვს თუ არა ხელისუფლება სათათბირო ორგანოს

© photo: Press servis of the tbsakrebulo.gov.geთბილისის საკრებულოს საკოორდინაციო საბჭო
თბილისის საკრებულოს საკოორდინაციო საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სენაკის საკრებულოში კანონის უხეში დარღვევები გრძელდება.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სენაკის საკრებულოს არ დავითხოვთ და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას კანონის მიხედვით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სენაკის საკრებულოში კანონის უხეში დარღვევა გრძელდება. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და დააწესოს პირდაპირი სახელმწიფო მართვა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ლეგიტიმური ორგანოს დაშლას, მის გაუქმებას – მით უმეტეს. საკრებულო გააგრძელებს კანონმდებლობის თანახმად საქმიანობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებას გასაოცარი უწოდა.
„გასაოცარი რეკომენდაცია იყო ჩემთვის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რა ხდება სენაკის საკრებულოში
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია), „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ერთობლივ განცხადებას წინ უძღოდა საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარიას – „ქართული ოცნების“ დეპუტატის არჩევა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატების რაოდენობამ სენაკის საკრებულოში 33-დან 17 შეადგინა. ამან მმართველ ძალას საშუალება მისცა, საკრებულოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩია.
მუნიციპალიტეტის რაიონულმა სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში უკანონოდ ცნო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 2021 წელს სენაკის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 16 ადგილი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13, ხოლო გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ – 4. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი ის რაიონი, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას ეკუთვნოდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მანდატზე უარი თქვა, ოპოზიციასაც და „ქართულ ოცნებასაც“ სენაკის საკრებულოში 16-16 მანდატი დარჩა, რაც საკმარისი არ იყო ახალი თავმჯდომარის ასარჩევად.
„ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, უარი თქვა შემდგომ სხდომებში მონაწილეობაზე, სადაც აღიარებდნენ გახარიას პარტიიდან დეპუტატის უფლებამოსილებას. შედეგად, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო პარალიზებული იყო.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების" წევრი გახდა>>
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ მაისში ძალაში შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმად საკრებულოს გადაწყვეტილება ადგილმემკვიდრის უფლებამოსილების დასადასტურებლად საკრებულოს წევრის თანამდებობაზე აღარ არის საჭირო, რამაც ოპოზიციას მისცა შანსი, კვლავ შეკრიბოს უმრავლესობა 17 მანდატით.
თუმცა 31 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვახტანგ წურწუმიამ სადეპუტატო მანდატი ვადამდე დატოვა. „ნაცმოძრაობაში“ ეს გადაწყვეტილება ზეწოლას დაუკავშირეს. ოპოზიცია კვლავ 16 მანდატით დარჩა.
როგორც არასამთავრობოები აღნიშნავენ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე წყდება, თუ სათათბირო ორგანოს ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ შეუძლია შეკრება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მართვის დაწესების საფუძველია. გადაწყვეტილებას კი ამასთან დაკავშირებით მთავრობა იღებს.
როგორც არასამათავრობოები აღნიშნავენ, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე საკრებულოში რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
მიუხედავად იმისა, რომ სენაკის საკრებულოს სხდომა ზედიზედ ექვსი თვე არ მოუწვევიათ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ დააწესა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა მუნიციპალიტეტში, ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს>>
საიამ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა სარჩელით, სადაც სენაკის რაიონში შუალედური არჩევნების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მთავრობას არ მიუღია დადგენილება სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
მიუხედავად კანონის პირდაპირი მითითებისა, შეეწყვიტა სენაკის საკრებულოს უფლებამოსილება და დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები, ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა შუალედური არჩევნები საკრებულოს წევრის ასარჩევად. ამან მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა, მიეღო დამატებითი მანდატი, რამაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა გამოიწვია.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სენაკის საკრებულო არაა უფლებამოსილი და ახალი საკრებულოს არჩევამდე სენაკის რაიონს უკანონო წარმომადგენლობითი ორგანო ჰყავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0