https://sputnik-georgia.com/20221101/rodis-gaixsneba-metro-gociridze-271843330.html
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე“? კალაძის განმარტება
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე“? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T16:49+0400
2022-11-01T16:49+0400
2022-11-01T20:52+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/56/237765679_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_167c6ce88cdf2518867b1727a14c650e.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებისთვის გაიხსნება მისი ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დასრულებისთანავე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.მანამდე ფარულავამ განაცხადა, რომ სადგურ „გოცირიძის“ გახსნის გაჭიანურებული პროცესი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მეტროს ამ სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გასულ წელს კომპანია „მამისონთან“ გაფორმდა და სამუშაოები შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აღნიშნული მეტროთი მოქალაქეები დღემდე ვერ სარგებლობენ.მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის თარიღმა კვლავ გადაიწია: კალაძის განმარტება>>>„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/56/237765679_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_bb69e037ed08583798af56a73f842e83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე“? კალაძის განმარტება
16:49 01.11.2022 (განახლებულია: 20:52 01.11.2022) „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებისთვის გაიხსნება მისი ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დასრულებისთანავე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.
„რაც შეეხება მეტრო „გოცირიძეს“, სამუშაოები დასრულებულია და მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მეტროც მაშინვე გაიხსნება“, – განაცხადა კალაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებების საპასუხოდ.
მანამდე ფარულავამ განაცხადა, რომ სადგურ „გოცირიძის“ გახსნის გაჭიანურებული პროცესი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მეტროს ამ სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გასულ წელს კომპანია „მამისონთან“ გაფორმდა და სამუშაოები შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აღნიშნული მეტროთი მოქალაქეები დღემდე ვერ სარგებლობენ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.