https://sputnik-georgia.com/20220811/metro-gociridz-s-gaxsnis-vada-kvlav-gadaiwia-269363082.html
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის თარიღმა კვლავ გადაიწია: კალაძის განმარტება
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის თარიღმა კვლავ გადაიწია: კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს. 11.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-11T18:11+0400
2022-08-11T18:11+0400
2022-08-11T21:13+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262575879_0:30:1265:742_1920x0_80_0_0_a0862af4eafe2fab999004a013e52d7e.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის" გახსნის თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.მისი თქმით, სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ მეტრო „გოცირიძის“ ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავს.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262575879_119:0:1147:771_1920x0_80_0_0_a2cb950e378c363cd608002092d59e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის თარიღმა კვლავ გადაიწია: კალაძის განმარტება
18:11 11.08.2022 (განახლებულია: 21:13 11.08.2022) „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის" გახსნის თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.
გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ მეტრო „გოცირიძის“ ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავს.
„სამუშაო პროცესში გამოიკვეთა ძალიან დიდი პრობლემა – ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამიტომაც მთლიანად დაიშალა არსებული ბაქანი. რადგანაც სამუშაოები ბოლომდეა დასამთავრებელი, კომპანიამ ვადის რამდენიმე კვირით გადაწევა მოითხოვა, რაზეც დავთანხმდით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, სწრაფად გაიხსნას სადგური და მოემსახუროს ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.