https://sputnik-georgia.com/20221101/raribasvilma-arabta-saamiroebidan-investortan-gamarta-molaparakebebi-271844334.html
პრემიერმა გაერთიანებული საამიროების უმსხვილეს ინვესტორთან გამართა მოლაპარაკებები
პრემიერმა გაერთიანებული საამიროების უმსხვილეს ინვესტორთან გამართა მოლაპარაკებები
Sputnik საქართველო
შეიხმა ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანმა საქართველოში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T17:33+0400
2022-11-01T17:33+0400
2022-11-01T21:10+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციების მფლობელია.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ძირითადი მიმართულებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.პრემიერმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.ოფიციალური შეხვედრის შემდეგ შეიხმა საქართველოს პრემიერი სამუშაო ვახშამზე მიიწვია.საქართველოში შეიხმა ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანმა 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.საქართველო და არაბთა საამიროები განაგრძობენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ>>საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 190 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 84%-ით მეტია.გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
პრემიერმა გაერთიანებული საამიროების უმსხვილეს ინვესტორთან გამართა მოლაპარაკებები
17:33 01.11.2022 (განახლებულია: 21:10 01.11.2022) შეიხმა ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანმა საქართველოში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციების მფლობელია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ძირითადი მიმართულებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ შეიხმა საქართველოს პრემიერი სამუშაო ვახშამზე მიიწვია.
საქართველოში შეიხმა ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანმა 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 190 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 84%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.