https://sputnik-georgia.com/20221101/britanetis-elci-ilia-meorestan-sexvedraze-271844065.html
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი“: როგორ აფასებს ბრიტანეთის ელჩი ილია მეორესთან შეხვედრას
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი“: როგორ აფასებს ბრიტანეთის ელჩი ილია მეორესთან შეხვედრას
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T17:12+0400
2022-11-01T17:12+0400
2022-11-01T20:56+0400
საქართველოს საპატრიარქო
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართა.როგორც მარკ კლეიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლზე, დიდი ბრიტანეთი–საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ის, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა>>შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
დიდი ბრიტანეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი“: როგორ აფასებს ბრიტანეთის ელჩი ილია მეორესთან შეხვედრას
17:12 01.11.2022 (განახლებულია: 20:56 01.11.2022) შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც მარკ კლეიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლზე, დიდი ბრიტანეთი–საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები“, – დაწერა ბრიტანეთის ელჩმა „ტვიტერში“.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ის, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.