https://sputnik-georgia.com/20221028/ilia-meorem-didi-britanetis-elci-miiro-271732558.html
კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T18:11+0400
2022-10-28T18:11+0400
2022-10-28T21:28+0400
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი მიიღო, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას.ელჩმა მარკ კლეიტონმა, თავის მხრივ, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის. მან აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში.ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა
18:11 28.10.2022 (განახლებულია: 21:28 28.10.2022) შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი მიიღო, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება დედოფლის გარდაცვალების გამო, აღნიშნეს საპატრიარქოში.
ელჩმა მარკ კლეიტონმა, თავის მხრივ, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის. მან აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.