ხიდის ჩანგრევა ინდოეთში - პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა

© photo: Sputnik / Евгений Пахомов / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია ინდოეთში
პოლიცია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
მორბიში, მაჩჰუს კაშხალზე არსებული ხიდი ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და განახლების შემდეგ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ხიდის ჩანგრევის საქმეზე ინდოეთში ცხრა ადამიანი დააპატიმრეს, იუწყება РИА Новости ინდოეთის პოლიციაზე დაყრდნობით.
ხიდი გუჯარათის შტატში 30 ოქტომბერს ჩაინგრა. ინციდენტის შედეგად სულ ცოტა 141 ადამიანი დაიღუპა, 19 საავადმყოფოებშია გადაყვანილი სერიოზული ტრავმებით.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აშოკ იადავმა განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან კომპანია Oreva Group-ის ორი მენეჯერი, ორი მშენებელი, სამი დარაჯი და ორი მოლარე, რომლებიც ემსახურებოდნენ მორბის კოლონიალური ეპოქის ხიდს.
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა - საზარელი კადრები>>
Oreva Group-ს კონტრაქტით ევალებოდა ხიდის მომსახურება და პასუხისმგებელი იყო მის რემონტზე.
მორბიში, მაჩჰუს კაშხალზე 140 წლის წინ აგებული ხიდი ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და რეკონსტრუქციის შემდეგ 26 ოქტომბერს გაიხსნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0