მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთი უკრაინიდან მარცვლეულის გასატანად სახმელეთო მარშრუტზე მუშაობს

© photo: Sputnik / Valeriy Shustov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ოქტომბერი − Sputnik. „სასურსათო შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ საფრანგეთმა ევროკავშირთან ერთად სახმელეთო მარშრუტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა უკრაინიდან მარცვლეულის გასატანად, განაცხადა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარკ ფენომ.

„მე ხშირად ვურთიერთობ ევროკავშირელ კოლეგებთან, განსაკუთრებით, გერმანელ კოლეგასთან. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ [მარცვლეულის გზა] შავ ზღვაზე აღარ გაივლის, შეიძლება თუ არა, რომ მან ხმელეთზე გაიაროს... კერძოდ, რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე“, − განაცხადა მინისტრმა რადიო RMC-ს ეთერში.

ფენოს თქმით, „სასურსათო შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლით საფრანგეთს უშუალო ზიანი არ მიადგება, მაგრამ ამით მესამე სამყაროს ქვეყნები დაზარალდებიან.
მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, გადახედოს „სასურსათო გარიგებიდან“ გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. იგივე მოწოდებებით გამოვიდნენ ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც.
რუსეთმა 29 ოქტომბერს უკრაინის პორტებიდან პროდუქციის გატანა შეაჩერა. მოსკოვის გადაწყვეტილების მიზეზი, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სევასტოპოლში მომხდარი ტერაქტი გახდა, რა დროსაც კიევმა შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ და ასევე სამოქალაქო დანიშნულების გემებს შეუტია. მოსკოვში ამბობენ, რომ აღნიშნული ხომალდები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
„სასურსათო შეთანხმება“ მიმდინარე წლის 22 ივლისს გაფორმდა სტამბულში. მას რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება შავი ზღვის გავლით უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების გატანას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0