გაბუნია: 1 იანვრიდან თამბაქო სტანდარტიზებული შეფუთვით გაიყიდება

© photo: Sputnik / Stringerთამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშანი
თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
ახალი მოთხოვნები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მიზნად ისახავს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის და მისგან გამოწვეული დაავადებების შემცირებას.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არ გადაავადებს ქვეყანაში თამბაქოს შეფუთვის ერთიანი სტანდარტის ამოქმედებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
იმპორტიორები მთავრობას თამბაქოს შეფუთვის სტანდარტიზაციის შესახებ ნორმის ორი წლით გადადებას სთხოვენ, რათა მათი წარმოებისთვის შესაფერისი ქარხნები მოიძებნოს.

„მთავრობის დადგენილება, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, უკვე გამოქვეყნებულია. ამოქმედების ვადაა 1 იანვარი და არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ. პირიქით, ტარდება ბევრი შეხვედრა ბაზრის ყველა მონაწილის ჩართულობით, რათა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები დაცული იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მოთხოვნები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ეს მიზნად ისახავს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის და მისგან გამოწვეული დაავადებების შემცირებას.
რას გულისხმობს შეფუთვის ერთიანი სტანდარტი
ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა.
ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
საქართველოში ყველა სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება>>>
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
თავად სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0