https://sputnik-georgia.com/20221030/sagzao-mozraobis-wesebis-dargveva-saqartveloshi-271763842.html
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული
Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა 30.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-30T09:31+0400
2022-10-30T09:31+0400
2022-10-30T09:31+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268015301_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_66125e3db34bddd95f4f49e0a7a49466.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის ცხრა თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 3,1 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან300 ლარამდე მერყეობს.გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულსსიჩქარის გადაჭარბებაყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 774.004 ჯარიმა - 50 ლარი.ტექდათვალიერების არარსებობამეორე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 625.928 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენსპარკირების წესების იგნორირებამესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.ასეთი დარღვევისთვის 2022 წლის სამ კვარტალში გამოიწერა 525.428 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვამეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.ასეთი 380.629 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობამეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 195.448 ჯარიმა, რაც 40 ლარს შეადგენსვიდეოჯარიმებიდა ქულებიდაუდევარი მართვისთვისდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 107,2 მილიონი ლარის ოდენობით 2.344.730 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 56,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 315.085 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 60 მძღოლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268015301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_b158afb87b79931f444b6291101a60fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული
საქართველოს გზებზე ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის ცხრა თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 3,1 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 774.004 ჯარიმა - 50 ლარი.
ტექდათვალიერების არარსებობა
მეორე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 625.928 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს
პარკირების წესების იგნორირება
მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2022 წლის სამ კვარტალში გამოიწერა 525.428 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 380.629 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა
მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 195.448 ჯარიმა, რაც 40 ლარს შეადგენს
დაუდევარი მართვისთვისდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 107,2 მილიონი ლარის ოდენობით 2.344.730 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 56,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 315.085 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 60 მძღოლს.