https://sputnik-georgia.com/20221030/budapeshtshi-saqartvelo-ungreyis-mtavrobatashorisi-komisiis-sxdoma-gaimarta-271769566.html
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
Sputnik საქართველო
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები 30.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-30T13:00+0400
2022-10-30T13:00+0400
2022-10-30T13:00+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1e/271768630_0:39:2001:1164_1920x0_80_0_0_855d9e8a3fa32188946604b4a34c6920.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.უწყების ცნობით, სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.როგორც აღინიშნა, 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1,5-ჯერ გაიზარდა.კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.გარდა ამისა, ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ღარიბაშვილი ნამდვილი მებრძოლია>>>სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1e/271768630_75:0:1852:1333_1920x0_80_0_0_5b34f3ccb1ab03664b6e75bf55a54ce6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.
როგორც აღინიშნა, 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1,5-ჯერ გაიზარდა.
„ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია“, - განაცხადა არველაძემ.
კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.
გარდა ამისა, ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.
სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.