https://sputnik-georgia.com/20221027/ungretis-premieri-garibashvili-namdvili-mebrzolia-271708677.html
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ღარიბაშვილი ნამდვილი მებრძოლია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ღარიბაშვილი ნამდვილი მებრძოლია
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T22:12+0400
2022-10-27T22:12+0400
2022-10-27T22:58+0400
საქართველო
უნგრეთი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271707473_0:174:995:734_1920x0_80_0_0_c665b74a7e16155b60b48fd976881a21.jpg
თბილისი, 27 ოქომბერი — Sputnik. ცოტა პოლიტიკოსს თუ შეუძლია წარუმატებლობის შემდეგ დაბრუნება, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მებრძოლია, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართული დელეგაციის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე.ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად 2013 წელს გახდა და ამ თანამდებობას 2015 წლამდე იკავებდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად ნეპოტიზმი დაასახელა. ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე მეორედ 2021 წლის თებერვალში დაბრუნდა.საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271707473_139:151:995:793_1920x0_80_0_0_bf3b9edfa80404baba59126b14c31f14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ღარიბაშვილი ნამდვილი მებრძოლია
22:12 27.10.2022 (განახლებულია: 22:58 27.10.2022) საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან.
თბილისი, 27 ოქომბერი — Sputnik. ცოტა პოლიტიკოსს თუ შეუძლია წარუმატებლობის შემდეგ დაბრუნება, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მებრძოლია, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართული დელეგაციის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე.
ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად 2013 წელს გახდა და ამ თანამდებობას 2015 წლამდე იკავებდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად ნეპოტიზმი დაასახელა. ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე მეორედ 2021 წლის თებერვალში დაბრუნდა.
„თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი მათ შორისაა, ვინც პოლიტიკაში დაბრუნდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია და აღნიშნული თანამდებობა მეორედ დაიკავა. ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო“, – განაცხადა ორბანმა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.