ძიუდო: პირველი ორი ოქრო სარაევოში – ხარაზიშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონები არიან

© Georgian Judo Federationილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
გამოწერა
დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში გავიდა.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანეს.
ხარაზიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი კრიჟანსკი იპონით დაამარცხა. რამდენიმე წუთში ოქროს მოსაპოვებლად ტატამზე სულამანიძე გავიდა და უნგრელი ვეგი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს, რომ სულამანიძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ბრინჯაოსთვის იჭიდავა 18 წლის მიხეილ ჯაფარიძემ (100), მაგრამ იგი იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გაემგზავრა – ცხრა ვაჟი და ოთხი ქალი.
ძიუდო: სარაევოში ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა>>
დღეს ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა და აქდან ხუთი ფინალურ ბლოკში მოხვდა.
ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0