ძიუდო: სარაევოში ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

© photo: Sputnik / Stringerძიუდო - ბექა ღვინიაშვილი
ძიუდო - ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 23-წლამდელთა ძიუდოს ნაკრები სარაევოში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 28 ოქტომბერს აიღებს სტარტს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გაემგზავრა – ცხრა ვაჟი და ოთხი ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ: ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ: შალვა გურეშიძე, საბა ინანეიშვილი
57 კგ: ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი პირველად 2003 წელს გაიმართა ერევანში.
ყველა ახალი ამბავი
0