https://sputnik-georgia.com/20221029/ssf-misia-saqartveloshi-shexvedrebs-agrzelebs-271750529.html
სსფ-ის შემფასებელი მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
სსფ-ის შემფასებელი მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
Sputnik საქართველო
სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T13:51+0400
2022-10-29T13:51+0400
2022-11-04T21:45+0400
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ეკონომიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271741924_0:1:870:490_1920x0_80_0_0_a3b18bc2f76568de64a0cc62a2fe8e01.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკური ტენდენციები და რეფორმები, ასევე საქართველოს პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა. სსფ-ის მისიას ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.მხარებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და სტრუქტურული რეფორმებით.სსფ-ის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო>>>სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10,5% შეადგინა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო რვა თვის რეალური ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან არის 10,3%.სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271741924_144:0:797:490_1920x0_80_0_0_9f3d56e30c3e3afbcc481ae373969a0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
სსფ-ის შემფასებელი მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
13:51 29.10.2022 (განახლებულია: 21:45 04.11.2022) სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკური ტენდენციები და რეფორმები, ასევე საქართველოს პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა. სსფ-ის მისიას ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პროგნოზები.
მხარებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.
აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და სტრუქტურული რეფორმებით.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10,5% შეადგინა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო რვა თვის რეალური ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან არის 10,3%.
სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.