https://sputnik-georgia.com/20221027/ssf-semfasebeli-misia-saqartvelosi-271700526.html
სსფ-ის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო
სსფ-ის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო
Sputnik საქართველო
სსფ-ის მისია შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, ასევე დაადგენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და პროგნოზებს 2023 წლისთვის. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T18:48+0400
2022-10-27T18:48+0400
2022-10-27T21:27+0400
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270256770_0:104:2049:1256_1920x0_80_0_0_891b6ea3adfe99bc9c45634fc9184a9a.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეკონომიკური ვითარება საქართველოში, ასევე პროგნოზები 2023 წლისთვის იყო მთავარი თემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის წევრების შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა. სსფ-ის მისიას ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე მოსალოდნელი მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები 2023 წლისთვის.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით იზრდება – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,5% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი რვა თვეში 10,3%-ია.გარდა ამისა, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეაფასა>>სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270256770_73:0:1748:1256_1920x0_80_0_0_66d5aa42ebbc6a8448a4cc919fc9c100.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველო
სსფ-ის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო
18:48 27.10.2022 (განახლებულია: 21:27 27.10.2022) სსფ-ის მისია შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, ასევე დაადგენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და პროგნოზებს 2023 წლისთვის.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეკონომიკური ვითარება საქართველოში, ასევე პროგნოზები 2023 წლისთვის იყო მთავარი თემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის წევრების შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა. სსფ-ის მისიას ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე მოსალოდნელი მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები 2023 წლისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით იზრდება – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,5% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი რვა თვეში 10,3%-ია.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.