https://sputnik-georgia.com/20221029/ruseti-marcvleulis-setanxmebidan-gavida-271759323.html
რუსეთი განუსაზღვრელი ვადით „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა
რუსეთი განუსაზღვრელი ვადით „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა
Sputnik საქართველო
რუსეთს არ შეუძლია შავი ზღვის „მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილე სამოქალაქო ტვირთის უსაფრთხოების გარანტირება, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T20:32+0400
2022-10-29T20:32+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ახალი ამბები
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. „პროდუქტების გარიგება“ გაურკვეველი ვადით შეჩერდა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი, სევასტოპოლის აკვატორიაში მომხდარი ტერაქტის გამო, წყვეტს უკრაინის პორტებიდან პროდუქციის გატანაში მონაწილეობას.„მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ მოსკოვმა მითითება მისცა თავის წარმომადგენლებს სტამბულში, ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში.უპილოტო საფრენმა აპარატებმა, მათ შორის, საფრენმა და საზღვაომ, 29 ოქტომბერს დილით სევასტოპოლის აკვატორიის ყურეს შეუტიეს – მათ სერიოზული ზიანი არ მიუყენებია ინფრასტრუქტურისთვის, და შავი ზღვის ფლოტის საშუალებებით გაანადგურეს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გემებზე შეტევვის უკან ბრიტანელი სპეციალისტები დგანან. ისინი მონაწილეობდნენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქების ორგანიზებაში.„მარცვლეულის შეთანხმება“უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ ხელი სტამბულში 22 ივლისს მოაწერეს.ლავროვმა სასურსათო გარიგებაზე კომენტარი გააკეთა>>მარცვლეულისა და სხვა აგროპროდუქციის საერთო რაოდენობა, რომელიც უკრაინის სამი პროტიდან („ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ ) გაიტანეს, 27 ოქტომბრისთვის შეადგენდა 9 მლნ 239 ათას 819 ტონას.მოსკოვში აცხადებენ, რომ მარცვლეულის დიდი ნაწილი ევროკავშიორის ქვეყნებში მოხვდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
უკრაინა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი განუსაზღვრელი ვადით „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა
20:32 29.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) რუსეთს არ შეუძლია შავი ზღვის „მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილე სამოქალაქო ტვირთის უსაფრთხოების გარანტირება, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. „პროდუქტების გარიგება“ გაურკვეველი ვადით შეჩერდა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი, სევასტოპოლის აკვატორიაში მომხდარი ტერაქტის გამო, წყვეტს უკრაინის პორტებიდან პროდუქციის გატანაში მონაწილეობას.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბრიტანელი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ და მათ შორის, მიმართული იყო რუსული გემების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირებას (რასაც ტერაქტის გარდა სხვა კვალიფიკაციას ვერ მისცემ), რუსულ მხარეს არ შეუძლია სამოქალაქო მშრალტვირთების უსაფრთხოების გარანტირება, რომლებიც „შავი ზღვის ინიციატივაში“ მონაწილეობს, და დღეიდან წყვეტს მის რეალიზაციას გაურკვეველი ვადით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, იუწყება
РИА Новости.
„მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ მოსკოვმა მითითება მისცა თავის წარმომადგენლებს სტამბულში, ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა, მათ შორის, საფრენმა და საზღვაომ, 29 ოქტომბერს დილით სევასტოპოლის აკვატორიის ყურეს შეუტიეს – მათ სერიოზული ზიანი არ მიუყენებია ინფრასტრუქტურისთვის, და შავი ზღვის ფლოტის საშუალებებით გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გემებზე შეტევვის უკან ბრიტანელი სპეციალისტები დგანან. ისინი მონაწილეობდნენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქების ორგანიზებაში.
უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ ხელი სტამბულში 22 ივლისს მოაწერეს.
მარცვლეულისა და სხვა აგროპროდუქციის საერთო რაოდენობა, რომელიც უკრაინის სამი პროტიდან („ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ ) გაიტანეს, 27 ოქტომბრისთვის შეადგენდა 9 მლნ 239 ათას 819 ტონას.
მოსკოვში აცხადებენ, რომ მარცვლეულის დიდი ნაწილი ევროკავშიორის ქვეყნებში მოხვდა.