https://sputnik-georgia.com/20221029/fasiniani-mzadaa-xeli-moaweros-msvidobian-setanxmebas-azerbaijantan-271757812.html
სომხეთის პრემიერი მზადაა, აზერბაიჯანთან მშვიდობიან შეთანხმებას მოაწეროს ხელი
სომხეთის პრემიერი მზადაა, აზერბაიჯანთან მშვიდობიან შეთანხმებას მოაწეროს ხელი
Sputnik საქართველო
ფაშინიანმა უარყო ინფორმაცია სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთისა და დასავლეთის წინადადებების შესახებ. 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T19:44+0400
2022-10-29T19:44+0400
2023-07-20T15:55+0400
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_0:110:3071:1838_1920x0_80_0_0_d045808da876936d1bba4a9772ece2ac.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანთან მშვიდობიან ხელშეკრულებას დაედება საფუძვლად.რუსეთის ინიციატივით, 31 ოქტომბერს სოჭში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი მოლაპარაკებები, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.მან ასევე უარყო ინფორმაცია რუსული და დასავლური წინადადებების არსებობის შესახებ სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ სხვადასხვაგვარი აღქმა არსებობს.ფაშინიანია თქმით, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სომხეთისთვის პოზიტიურია რუსული წინადადება დასავლეთის წინადადებისგან განსხვავებით, რომელიც სომხეთის მთავრობა თითქოსდა შეიძლება მიიღოს.„ეს რეალობას არ შეესაბამება. უბრალოდ, არის რუსული და დასავლური აღქმა. სომხეთი დათანხმდა რუსულ ვარიანტს და ხელი მოაწერა შეთანხმებას 2021 წლის იანვარში“, – განაცხადა ფაშინიანმა.სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე 12–13 სექტემბრის ღამეს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს დასდეს ბრალი.ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან. ბაქოში კი აცხადებენ, რომ ეს სომეხმა მესაზღვრეებმა გაუხსნეს აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი.ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: ერევანი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს>>მთიან ყარაბაღში 2020 წლის სექტემბრის ბოლოს საომარი მოქმედებები განახლდა, რომელიც მრავალწლიანი კონფლიქტის გაგრძელება გახდა. ამან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. მხარეებმა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 10 ნოემბერს შეთანხმებას მიაღწიეს სამმხრივ ფორმატში. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები; რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. სომხეთში ამ დოკუმენტმა სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.გასული წლის ივლისის ბოლოს საზღვარზე განახლდა შეტაკებები და გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, დაზავებაზე შეთანხმდნენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_def48a016735a43c1b19d4cd8691be18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთის პრემიერი მზადაა, აზერბაიჯანთან მშვიდობიან შეთანხმებას მოაწეროს ხელი
19:44 29.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ფაშინიანმა უარყო ინფორმაცია სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთისა და დასავლეთის წინადადებების შესახებ.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანთან მშვიდობიან ხელშეკრულებას დაედება საფუძვლად.
რუსეთის ინიციატივით, 31 ოქტომბერს სოჭში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი მოლაპარაკებები,
იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
„მზად ვარ, ორშაბათს სოჭში ოფიციალურად მივიღო და თუ საჭირო გახდა, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სამმხრივი განცხადების ფორმატში 15 პუნქტის საფუძველზე შეთანხმების მიღწევის შესახებ. ანუ, მივიღო ეს დოკუმენტი, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელმოწერის საფუძველი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე უარყო ინფორმაცია რუსული და დასავლური წინადადებების არსებობის შესახებ სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ სხვადასხვაგვარი აღქმა არსებობს.
ფაშინიანია თქმით, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სომხეთისთვის პოზიტიურია რუსული წინადადება დასავლეთის წინადადებისგან განსხვავებით, რომელიც სომხეთის მთავრობა თითქოსდა შეიძლება მიიღოს.
„ეს რეალობას არ შეესაბამება. უბრალოდ, არის რუსული და დასავლური აღქმა. სომხეთი დათანხმდა რუსულ ვარიანტს და ხელი მოაწერა შეთანხმებას 2021 წლის იანვარში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე 12–13 სექტემბრის ღამეს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს დასდეს ბრალი.
ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან. ბაქოში კი აცხადებენ, რომ ეს სომეხმა მესაზღვრეებმა გაუხსნეს აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი.
მთიან ყარაბაღში 2020 წლის სექტემბრის ბოლოს საომარი მოქმედებები განახლდა, რომელიც მრავალწლიანი კონფლიქტის გაგრძელება გახდა. ამან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. მხარეებმა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 10 ნოემბერს შეთანხმებას მიაღწიეს სამმხრივ ფორმატში. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები; რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. სომხეთში ამ დოკუმენტმა სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.
გასული წლის ივლისის ბოლოს საზღვარზე განახლდა შეტაკებები და გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, დაზავებაზე შეთანხმდნენ.