მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: ერევანი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში იეგიშე კირაკოსიანი
სომხეთის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში იეგიშე კირაკოსიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
სომხეთმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თხოვნით, დაავალოს აზერბაიჯანს, მიაწოდოს ინფორმაცია ტყვეების მდგომარეობის შესახებ
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ სტრუქტურებში იეგიშე კირაკოსიანმა განაცხადა, რომ ერევანი აზერბაიჯანის საზღვარზე გამწვავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოში საჩივარს შეიტანს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეები ერთმანეთს გამწვავების დაწყებაში ადანაშაულებენ.
კირაკოსიანის თქმით, სომხური მხარის განცხადება წარმოდგენილია 2020 წლის ომის დროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საქმის ფარგლებში და შუალედური ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 2021 წლის 7 დეკემბერს არის მიღებული.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 13 სექტემბრის აგრესია და მისი თანმდევი სამხედრო დანაშაულებები: დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე და სხვა, მიუთითებს ამ გადაწყვეტილების დარღვევაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაცნობოთ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ამის შესახებ და წარვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება“, - განაცხადა კირაკოსიანმა.
მან აღნიშნა, რომ საზღვარზე ბოლო გამწვავების შედეგად ბევრი სომეხი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. კირაკოსიანის თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალებიდან 10-ზე მეტი ტყვე უკვე იდენტიფიცირებულია.
„13 სექტემბერს ინტერნეტში უკვე იყო ერთი ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანდა დაჭრილი ტყვე. ცოტა მოგვიანებით, იმავე დღეს ინტერნეტში გავრცელდა სხვა ვიდეოც, მეორე დღეს - კიდევ სხვა. გუშინ უფრო მეტი ვიდეო გავრცელდა. ყველა ვიდეოზე ტყვეები ჩანს. ყველა მასალა გადაეცა სტრასბურგის სასამართლოს“, - განაცხადა კირაკოსიანმა.
სომხეთმა თავის განცხადებაში მოითხოვა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან, დაავალდებულოს აზერბაიჯანი, მიაწოდოს ინფორმაცია ტყვეთა მდგომარეობის შესახებ, ასევე უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა და პატიმრობის სათანადო პირობები.
კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. დაიბომბა საზღვრისპირა ტერიტორიები - ვაიოცძორის, სიუნიქის, გეღარქუნიქის პროვინციები. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს.
ყველა ახალი ამბავი
0