„ციფრული უნივერსიტეტი“ ციხეში: პატიმარი სტუდენტებისთვის ახალი პლატფორმა ამოქმედდა

© Ministry of Justice of Georgia„ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულთათვის
„ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულთათვის  - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
როგორც უწყებაში ამბობენ, პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
„ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას. იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც, ამავე დროს, ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას“, — ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც აღინიშნება, აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებული სტუდენტები ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ: ისინი მხოლოდ წერით დავალებებს ასრულებდნენ, რომლებსაც კორესპონდენციების სახით იღებდნენ მათგან.
იუსტიციის სამინისტროს ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს მოიცავს.
პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0