საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკა: პოლიტოლოგი ოპოზიციაზე, პრეზიდენტზე, ალიევის ვიზიტზე

© photo: Sputnik / Stringerვასო კაპანაძე
ვასო კაპანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
სრულიად შესაძლებელია, რომ ალიევმა და ღარიბაშვილმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დავით გარეჯის თემაც განიხილეს, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია შეეცდება, რომ ვითარება რევოლუციური სცენარით განვითარდეს, მაგრამ მას გეგმების განხორციელება არ გამოუვა, მიიჩნევს პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე.
ამის შესახებ მან ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

„ისინი პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. არა არჩევნებით, არამედ ვითარების გამწვავებით და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად... თუ ისინი მაინც წავლენ ამ გზით, სამართალდამცველი ორგანოები ნებისმიერ ასეთ მცდელობას აღკვეთენ“, – განაცხადა კაპანაძემ.

ექსპერტმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტზე საქართველოში. მისი თქმით, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არამედ ასევე რუსეთის სტრატეგიული პარტნიორიც... ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს საქართველოსთვის ასეთი რთული, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი დიალოგის დაწყებაზე“, – განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძემ ასევე ისაუბრა შექმნილ აჟიოტაჟზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალიევის ვიზიტის დროს მას არ შეახვედრეს. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
ალიევი წავიდა, კითხვები დარჩა: რაზე განაწყენდა საქართველოს პრეზიდენტი პრემიერზე>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ეს იმით ახსნა, რომ ზურაბიშვილს არა აქვს ილჰამ ალიევთან შეხვედრის კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვალდებულება.
„ბოლოს, როდესაც ზურაბიშვილი აზერბაიჯანს ეწვია, მან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი დააყენა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დავით გარეჯის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი... ევროპაში თავისი ბოლო ვიზიტის დროს ქალბატონმა სალომემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ“, – განაცხადა კაპანაძემ.
„ბავშვური კაპრიზები“ - პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის განცხადებაზე>>
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, ალიევმა და ღარიბაშვილმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დავით გარეჯის თემაც განიხილეს.
საქართველოს აზერბაიჯანთან 440 კმ სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვს, რომლის მესამედი ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზეა განთავსებული მე-6 საუკუნის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მისი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0