https://sputnik-georgia.com/20221026/gia-volski-zurabisvilis-gancxadebaze-271658222.html
„ბავშვური კაპრიზები“ - პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის განცხადებაზე
„ბავშვური კაპრიზები“ - პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრები კვლავ გრძელდება. 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T13:28+0400
2022-10-26T13:28+0400
2022-10-26T17:59+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო.ამ დღეებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კიდევ ერთხელ გაჩნდა დაძაბულობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო ინფორმირებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის შესახებ საქართველოში.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს არ ყოფილა სახალხო დღესასწაული, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ფუნქცია იზრდება.„იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საერთო მიზნებზე>>მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები „ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით“, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენება, „რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს“.„ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.ალიევი წავიდა, კითხვები დარჩა: რაზე განაწყენდა საქართველოს პრეზიდენტი პრემიერზე>>სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , აზერბაიჯანი, პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , აზერბაიჯანი, პოლიტიკა
„ბავშვური კაპრიზები“ - პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის განცხადებაზე
13:28 26.10.2022 (განახლებულია: 17:59 26.10.2022) საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრები კვლავ გრძელდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო.
ამ დღეებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კიდევ ერთხელ გაჩნდა დაძაბულობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო ინფორმირებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის შესახებ საქართველოში.
„სასარგებლო იქნებოდა, რომ ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამაც, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმომადგენლობითია“, – განაცხადა ვოლსკიმ „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს არ ყოფილა სახალხო დღესასწაული, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ფუნქცია იზრდება.
„იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს“, –
აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები „ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით“, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენება, „რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს“.
„ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.