https://sputnik-georgia.com/20221025/raribasvili-azerbaijantan-saerto-miznebze-271640416.html
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საერთო მიზნებზე
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საერთო მიზნებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტის შედეგები შეაფასა. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T19:44+0400
2022-10-25T19:44+0400
2022-10-25T22:22+0400
პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22902/13/229021314_0:74:1200:749_1920x0_80_0_0_b58963cd3f24d7e4294e0c6a2424b78d.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მშვიდობიანი თანამშრომლობა და კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ორშაბათს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელმაც მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.ალიევმა ქვეყანა უკვე დატოვა. აეროპორტში ის პირადად საქართველოს პრემიერმა გააცილა.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22902/13/229021314_48:0:1047:749_1920x0_80_0_0_f638bb321f2eff9b6adf5cf8f4b9c951.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი
პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საერთო მიზნებზე
19:44 25.10.2022 (განახლებულია: 22:22 25.10.2022) საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტის შედეგები შეაფასა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მშვიდობიანი თანამშრომლობა და კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორშაბათს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელმაც მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.
„მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – დაწერა პრემიერმა Twitter-ის მიკრობლოგში.
ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.
ალიევმა ქვეყანა უკვე დატოვა. აეროპორტში ის პირადად საქართველოს პრემიერმა გააცილა.