https://sputnik-georgia.com/20221028/kaxetsi-gzebis-msenebloba-aqtoiur-rejimsi-mimdinareobs-271718277.html
კახეთში გზების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
კახეთში გზების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს დროს, იუწყება დეპარტამენტი. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T11:36+0400
2022-10-28T11:36+0400
2022-10-28T15:17+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270296076_0:157:1334:907_1920x0_80_0_0_024e0d6d43695eaecef2fe9d097a596c.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–საგარეჯოსა და ბაკურციხე–წნორის უბნების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი მთავარი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისსა და კახეთს აკავშირებს, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებული გზა კი გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე, როგორიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობისთვის საჭირო დროს.თბილისი–საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს – ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი–საგარეჯოს მონაკვეთზე და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527,2 მლნ ლარით ფინანსდება.სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს კახეთში ბაკურციხე–წნორის შემოვლით გზაზეც (16,6 კმ), რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრისკენ მიდის.გზის აღნიშნული მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს.დაიწყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ახალი ეტაპი>>ალაზნის ველის მხარეს აშენდება ბაკურციხე–წნორის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც საერთაშორისო თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის გზის ნაწილი იქნება და რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.გარდა ამისა, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები წარმოებს საგარეჯო–ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის.ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისიდან, მაგალითად, თელავში ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. დღეს ამ გზის გასავლელად 2 საათია საჭირო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270296076_1:0:1334:1000_1920x0_80_0_0_51ab483376278a6a6927bcc2b3f9fe8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი
კახეთში გზების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
11:36 28.10.2022 (განახლებულია: 15:17 28.10.2022) ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს დროს, იუწყება დეპარტამენტი.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–საგარეჯოსა და ბაკურციხე–წნორის უბნების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი მთავარი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისსა და კახეთს აკავშირებს, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებული გზა კი გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე, როგორიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობისთვის საჭირო დროს.
თბილისი–საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთზე
მიმდინარეობს – ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი–საგარეჯოს მონაკვეთზე და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527,2 მლნ ლარით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს კახეთში ბაკურციხე–წნორის შემოვლით გზაზეც (16,6 კმ), რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრისკენ მიდის.
გზის აღნიშნული მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს.
ალაზნის ველის მხარეს აშენდება ბაკურციხე–წნორის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც საერთაშორისო თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის გზის ნაწილი იქნება და რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).
შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.
პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები წარმოებს საგარეჯო–ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის.
ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისიდან, მაგალითად, თელავში ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. დღეს ამ გზის გასავლელად 2 საათია საჭირო.