https://sputnik-georgia.com/20221027/zemo-osiauri-cumateletis-gza-msenebloba-271686436.html
დაიწყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ახალი ეტაპი
დაიწყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ახალი ეტაპი
Sputnik საქართველო
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთი იქნება 14-კილომეტრიანი გზა 23 ხიდითა და ხუთი გვირაბით. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T16:12+0400
2022-10-27T16:12+0400
2022-10-27T19:56+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271684407_0:120:1281:840_1920x0_80_0_0_4d9c204579f41a865a70c13eb3bf5602.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დაიწყო ყველაზე გრძელი ხიდის (648 მ) მალის ნაშენის მოწყობა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (Е-60) ნაწილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე, რომელიც გაგრძელებაა ხაშურის 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს.ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდზე და ხუთ გვირაბზე, აქედან ექვსი ხიდი უკვე აშენებულია.სულ მეორე მონაკვეთზე 6,4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მლნ ლარამდე თანხის მხარდაჭერით ხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში.ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი იქნება 14-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა 23 ხიდითა და ხუთი გვირაბით, რკინაბეტონის მიწისქვეშა გადასასვლელებით, წყალგაყვანილობითა და სადრენაჟე სისტემებით.ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება>>ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას მიუერთდება.„აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271684407_0:0:1279:959_1920x0_80_0_0_1f29932fe79e6c64d7a08f14baf91fa1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
დაიწყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ახალი ეტაპი
16:12 27.10.2022 (განახლებულია: 19:56 27.10.2022) ზემო ოსიაური–ჩუმათელეთი იქნება 14-კილომეტრიანი გზა 23 ხიდითა და ხუთი გვირაბით.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დაიწყო ყველაზე გრძელი ხიდის (648 მ) მალის ნაშენის მოწყობა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (Е-60) ნაწილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე, რომელიც გაგრძელებაა ხაშურის 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდზე და ხუთ გვირაბზე, აქედან ექვსი ხიდი უკვე აშენებულია.
სულ მეორე მონაკვეთზე 6,4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მლნ ლარამდე თანხის მხარდაჭერით ხორციელდება,
ნათქვამია განცხადებაში.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი იქნება 14-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა 23 ხიდითა და ხუთი გვირაბით, რკინაბეტონის მიწისქვეშა გადასასვლელებით, წყალგაყვანილობითა და სადრენაჟე სისტემებით.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას მიუერთდება.
„აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება.
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.