https://sputnik-georgia.com/20220826/zemo-osiauri-cumateleti-gzis-msenebloba-269782258.html
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
Sputnik საქართველო
გზა გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და გავა რიკოთის უღელტეხილზე. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T11:35+0400
2022-08-26T11:35+0400
2022-08-26T18:38+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102453_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_f1de7361e1315c5f66670a2e56db1139.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ზემო ოსიაური–ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით, რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას მიუერთდება.პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე „აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალის, ანუ ევროპული სატრანზიტო გზის Е-60-ის შემადგენელი ნაწილია. ის სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.„აღმოსავლეთი–დასავლეთის“ ჩქაროსნული მაგისტრალით ტვირთების 60%-ის გადაზიდვა ხდება. ამ მაგისტრალის გაუმჯობესება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაიქცეს. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობებს, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ კი – თურქეთთან და ევროპასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102453_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_258c087ab539525fd89161e60bdb2070.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
11:35 26.08.2022 (განახლებულია: 18:38 26.08.2022) გზა გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და გავა რიკოთის უღელტეხილზე.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ზემო ოსიაური–ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,
იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით, რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას მიუერთდება.
მონაკვეთზე 6,4 კმ-იანი 4-ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 8 ხიდსა და 5 გვირაბზე, საიდანაც 4 ხიდი უკვე აშენებულია.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე „აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალის, ანუ ევროპული სატრანზიტო გზის Е-60-ის შემადგენელი ნაწილია. ის სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
„აღმოსავლეთი–დასავლეთის“ ჩქაროსნული მაგისტრალით ტვირთების 60%-ის გადაზიდვა ხდება. ამ მაგისტრალის გაუმჯობესება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაიქცეს. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობებს, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ კი – თურქეთთან და ევროპასთან.