მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამოშვება იკრძალება: შეთანხმება მიღწეულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას კანონის მისაღებად, რომელიც 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისა და ფურგონების გაყიდვა აკრძალავს, ნათქვამია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი შეთანხმებაა ევროკავშირის პაკეტის Fit for 55-ის ფარგლებში, რომელიც 2030 წლისთვის სათბური გაზების გამოფრქვევის 55%-ით შემცირებას ეხება.
მოლაპარაკებების მონაწილეები — ევროკავშირის ქვეყნები, ევროპარლამენტი და ევროკომისია შეთანხმდნენ, რომ ავტომწარმოებლებმა 2035 წლისთვის CO2-ის 100%-ით შემცირებას უნდა მიაღწიონ. ანუ, ახალი კანონის თანახმად, ავტომწარმოებლებს ბენზინსა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აეკრძალებათ.
დროებითი გამონაკლისი დაიშვება იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10 ათას ავტომობილზე ნაკლებს უშვებენ. ესენია ისეთი ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელი ქარხნები, როგორიცაა, მაგალითად, Ferrari.
გარდა ამისა, შეთანხმებაში რჩება მუხლი, რომლის თანახმადაც მომავალში შეიძლება დაიშვას შიდაწვის ძრავიანი ისეთი ავტომობილების გაყიდვა, რომლებიც „ელექტრონულ საწვავზე“ იმუშავებენ. ეს სინთეტიკური საწვავია, რომელიც ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის დახმარებით იწარმოება.
ახლა შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც ის ოფიციალურად შევა ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0