https://sputnik-georgia.com/20221027/putini-dasavletma-gamwvavebisken-araerti-nabiji-gadadga-271705408.html
პუტინი: ბოლო წლებში დასავლეთმა გამწვავებისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა
პუტინი: ბოლო წლებში დასავლეთმა გამწვავებისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერმა დასავლეთის ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების თემის განხილვაზე უარის თქმის გამო უსაყვედურა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T20:15+0400
2022-10-27T20:15+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271703898_0:0:3107:1748_1920x0_80_0_0_e0054f9277a70f4a44319f851d0e16b8.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა არ მოისურვეს კოლექტიური უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის თემის განხილვა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო კლუბის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.„გასული წლის დეკემბერში ისინი (რუსეთის წინადადებები) მორიგ ჯერზე უბრალოდ განზე გაწიეს“, – თქვა პუტინმა.მისი თქმით, კრიზისმა გლობალური ხასიათი შეიძინა და ნამდვილად ყველას ეხება.როგორც პუტინმა აღნიშნა, არსებობს ორი გზა: ან პრობლემები დავაგროვოთ, ან ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის საშუალებები, თუნდაც არაიდეალური. მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მაინც მოუწევთ დიალოგზე წასვლა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტი.პუტინმა ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა>>>რუსეთის ლიდერმა ყურადღება დაუთმო ეკოლოგიური პრობლემებისა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რასაც დასავლეთი ეწინააღმდეგება. მთავარი მიზეზი პრიმიტიულია: რუსეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ კულტურის უნიფიკაციას, რათა თავიანთი პროდუქცია ბაზარზე გაყიდონ.„ე.წ. დასავლეთი, რა თქმა უნდა, იქ არ არის ერთიანობა, ყველაფერი გასაგებია, რომ ეს არის ძალიან რთული კონგლომერატი, მაგრამ მაინც, ვთქვათ, რომ ამ დასავლეთმა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში გამწვავებისკენ რიგი ნაბიჯები გადადგა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, დასავლეთმა ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა ესკალაციისკენ. ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანის გარშემო, მსოფლიო სურსათისა და ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია.მისი თქმით, რუსეთი, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ცივილიზაციის ქვეყანა, თავს დასავლეთის მტრად არ თვლის.„მაგრამ არსებობს ორი დასავლეთი - ტრადიციული დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ღირებულებებით, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო, და კოსმოპოლიტური დასავლეთი, რომელიც მოქმედებს როგორც ლიბერალური ელიტების იარაღი. არავინ შეეგუება ამ დასავლეთის დიქტატს“, – განაცხადა პუტინმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271703898_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f60031086e5a3b427633171a78dd9bf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინი: ბოლო წლებში დასავლეთმა გამწვავებისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა
20:15 27.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) რუსეთის ლიდერმა დასავლეთის ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების თემის განხილვაზე უარის თქმის გამო უსაყვედურა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა არ მოისურვეს კოლექტიური უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის თემის განხილვა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო კლუბის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„გასული წლის დეკემბერში ისინი (რუსეთის წინადადებები) მორიგ ჯერზე უბრალოდ განზე გაწიეს“, – თქვა პუტინმა.
მისი თქმით, კრიზისმა გლობალური ხასიათი შეიძინა და ნამდვილად ყველას ეხება.
როგორც პუტინმა აღნიშნა, არსებობს ორი გზა: ან პრობლემები დავაგროვოთ, ან ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის საშუალებები, თუნდაც არაიდეალური. მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მაინც მოუწევთ დიალოგზე წასვლა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის ლიდერმა ყურადღება დაუთმო ეკოლოგიური პრობლემებისა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რასაც დასავლეთი ეწინააღმდეგება. მთავარი მიზეზი პრიმიტიულია: რუსეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ კულტურის უნიფიკაციას, რათა თავიანთი პროდუქცია ბაზარზე გაყიდონ.
„ისინი მათი პოლიტიკით დაჟინებით მოითხოვენ, რომ სწორედ ეს ღირებულებები (დასავლური) უპირობოდ იყოს მიღებული ყველას მიერ“, – განაცხადა პუტინმა.
„ე.წ. დასავლეთი, რა თქმა უნდა, იქ არ არის ერთიანობა, ყველაფერი გასაგებია, რომ ეს არის ძალიან რთული კონგლომერატი, მაგრამ მაინც, ვთქვათ, რომ ამ დასავლეთმა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში გამწვავებისკენ რიგი ნაბიჯები გადადგა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, დასავლეთმა ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა ესკალაციისკენ. ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანის გარშემო, მსოფლიო სურსათისა და ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია.
მისი თქმით, რუსეთი, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ცივილიზაციის ქვეყანა, თავს დასავლეთის მტრად არ თვლის.
„მაგრამ არსებობს ორი დასავლეთი - ტრადიციული დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ღირებულებებით, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო, და კოსმოპოლიტური დასავლეთი, რომელიც მოქმედებს როგორც ლიბერალური ელიტების იარაღი. არავინ შეეგუება ამ დასავლეთის დიქტატს“, – განაცხადა პუტინმა.