პუტინმა ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებებზე და კვლავ განაგრძობს რუსეთის ახალი ტერიტორიების დაცხრილვას, რისთვისაც ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„კიევის რეჟიმმა, როგორც ცნობილია, უარი თქვა ხალხის ნებისა და არჩევნების ცნობაზე, უარყოფს მოლაპარაკებების ნებისმიერ შეთავაზებას. პირიქით, განაგრძობს დაცხრილვას, რის გამოც მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან“, − აღნიშნა მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, „ნეონაცისტები ღიად ტერორისტულ მეთოდებს იყენებენ და დივერსიებს აწყობენ სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებზე, თავს ესხმიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“.
გამომდინარე აქედან, პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. როგორც მან განმარტა, ყველა ამ რეგიონში საომარი მდგომარეობის რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდეც მოქმედებდა, თუმცა ახლა „ამ რეჟიმის რუსული კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმებაა აუცილებელი“.
პუტინის თქმით, მის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს.
ყველა ახალი ამბავი
0