https://sputnik-georgia.com/20221027/nacmozraoba-mzadaa-itanamshromlos-ertian-opoziciur-platpormastan-271707021.html
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ერთიან ოპოზიციურ პლატფორმასთან
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ერთიან ოპოზიციურ პლატფორმასთან
Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T21:14+0400
2022-10-27T21:14+0400
2022-10-27T22:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499465_0:110:1280:831_1920x0_80_0_0_6743df989240e8ac1076afc11097bdac.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ყველა პროდასავლურ პარტიას და ითანამშრომლებს საერთო იდეის გარშემო, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.ხუთშაბათს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სამი ოპოზიციური პარტია მოქმედების ერთიან გეგმაზე შეთანხმდა. ამასთან, მისი თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ.რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს, დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ განიხილება.„ვფიქრობთ, პირველ რიგში აუცილებელია არჩევნების მოგება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად პოლიტიკოსმა დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.„ეს დიდი შეცდომა იქნება“ – ჯაფარიძე ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე>>>გუშინ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499465_160:98:1167:854_1920x0_80_0_0_232a71067673db42f47a1f2094506c7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ერთიან ოპოზიციურ პლატფორმასთან
21:14 27.10.2022 (განახლებულია: 22:45 27.10.2022) გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ყველა პროდასავლურ პარტიას და ითანამშრომლებს საერთო იდეის გარშემო, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ხუთშაბათს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სამი ოპოზიციური პარტია მოქმედების ერთიან გეგმაზე შეთანხმდა. ამასთან, მისი თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ.
„ჩვენ ვიყავით კოალიციის შექმნის ავანგარდში. ჩვენი ინტერესია, რომ პატარა პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდონ, რადგან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლა მნიშვნელოვანია. ასე რომ, ვგულშემატკივრობთ ყველა პროდასავლურ პარტიას და ვთანამშრომლობთ საერთო იდეის გარშემო, რაც მდგომარეობს ევროპულ არჩევანში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს, დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ განიხილება.
„ვფიქრობთ, პირველ რიგში აუცილებელია არჩევნების მოგება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად პოლიტიკოსმა დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
გუშინ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.