https://sputnik-georgia.com/20221027/muqaris-braldebit-mamakaci-daakaves-271710401.html
თბილისში მამაკაცმა ბინაში შეჭრა ბავშვზე მუქარის გზით სცადა
თბილისში მამაკაცმა ბინაში შეჭრა ბავშვზე მუქარის გზით სცადა
Sputnik საქართველო
მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T23:33+0400
2022-10-27T23:33+0400
2022-10-27T23:33+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_46303d6b96bd59344d1a6ce7e4d8f0e3.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 26 წლის მამაკაცი სხვის ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.გამოძიების ცნობით, წარსულში ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა საცხოვრებელი ბინის კარზე დააკაკუნა და სახლში მყოფ ათი წლის ბავშვს სთხოვა კარი გაეღო, რადგანაც დახმარება სჭირდებოდა.არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით შეეცადა აეძულებინა არასრულწლოვანი სახლში შეეშვა. ახალგაზრდა მამაკაცმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა ტერიტორია, რაც გოგონამ უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა.სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიმას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_130:0:894:573_1920x0_80_0_0_1173dda225c86264716e4786f3344bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში მამაკაცმა ბინაში შეჭრა ბავშვზე მუქარის გზით სცადა
მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო.
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 26 წლის მამაკაცი სხვის ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, წარსულში ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა საცხოვრებელი ბინის კარზე დააკაკუნა და სახლში მყოფ ათი წლის ბავშვს სთხოვა კარი გაეღო, რადგანაც დახმარება სჭირდებოდა.
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით შეეცადა აეძულებინა არასრულწლოვანი სახლში შეეშვა.
ახალგაზრდა მამაკაცმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა ტერიტორია, რაც გოგონამ უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიმას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო.