„გაბედე იცოდე“ - ვინ უტარებს ქართულის უფასო გაკვეთილებს ემიგრანტების ბავშვებს

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
ხატია ოზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
დღეს ბრიუსელში მცხოვრებ ხატია ოზაშვილის ცხოვრებასა და საქმიანობას გაგაცნოთ. სტუდენტობა ბელგიაში გაატარა – ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა. უცხოეთში 23 წელზე მეტია ცხოვრობს.
ხატია ამჟამად მუშაობს ბრიუსელის საშემოსავლო აუდიტის ოფისში, მაგრამ ამის გარდა ქართულ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში ჩადის და ქართველი ემიგრანტების ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ უტარებს ქართულის გაკვეთილებს.
© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
ხატია ოზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ხატია ოზაშვილი
- ხატია, ამჟამად ადგილობრივ საშემოსავლო აუდიტის ოფისში მუშაობთ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვის საგანმანათლებლო ცენტრში საქმიანობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია...
- თავიდან გეტყვით, რომ ოფისი, სადაც ვმუშაობ, ბელგიის ფინანსთა სამინისტროს უწყებას წარმოადგენს. ჩემი სამუშაო ძალიან საპასუხიმგებლოა. თუმცა არანაკლებ პასუხისმგებლობით ვეკიდები ბრიუსელში არსებულ ქართულ საგანმანათლებლო ცენტრში საქმიანობას. ეს ცენტრი მეუფე დოსითეოზის ხელშეწყობით ჩამოვაყალიბეთ. ცენტრის სახელწოდება “საპერეაუდე” ლათინურია და ნიშნავს „გაბედე იცოდე“.
© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
ხატია ოზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ხატია ოზაშვილი
- კონკრეტულად რას საქმიანობთ იქ?
- ცენტრში ვიკრიბებით და შემეცნებით გაკვეთილებს ვატარებთ ისტორიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ძალიან გვინდა, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ქართულად ილაპარაკონ და აქ ყველანაირი ცოდნის მიწოდება ქართულ ენაზე მოხდეს. ბავშვები სიხარულით გველოდებიან და ჩვენც დიდი მონდომებით ვემზადებით ხოლმე ასეთი შემეცნებითი გაკვეთილებისთვის. მე, როგორც ემიგრაციაგამოვლილი ბავშვი, ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა...
© photo: courtesy of Khatia Ozashviliმეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
მეუღლესთან ერთად
- მეგობრებთან ერთად შეძელით ქართული დიასპორების გაერთიანება...
- დიახ, ბელგიაში მოქმედებს ქართული დიასპორული ორგანიზაცია, რომელსაც მეგობარსა და პარტნიორთან თეონა ლავრელაშვილთან და კიდევ სხვა წარმატებულ ქართველებთან ერთად ვუძღვები. მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია Association of Georgian Diaspora in Belgium, რომელიც ბელგიაში არსებულ ქართულ სათვისტომოებს აერთიანებს. სულ მქონდა იმის სურვილი, რომ უცხოეთში მყოფ მეორე და მესამე თაობის ქართველ ემიგრანტ ბავშვებს რაღაცით დავხმარებოდი, რომ მათაც ისევე უყვარდეთ თავისი ქვეყანა და ესმოდეთ რას ნიშნავს იყო ქართველი. ზუსტად იგივე იდეით არიან შეპყრობილი ჩემი მეგობრები ილია მირინაშვილი და შოთა შარმიაშვილი და ჩვენ აქ ამ საქმეს ერთად ვაკეთებთ.
© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
ხატია ოზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ხატია ოზაშვილი
- როდის დაიწყეთ ემიგრაციაში ცხოვრება?
- უკვე 23 წელზე მეტია, რაც ჩემი ოჯახი ემიგრაციაშია. საქართველოდან 1997 წელს, ანუ მაშინ წამოვედით, როცა ძალიან ბნელი პერიოდი იყო. სხვადასხვა დროს შვეიცარიასა და კანადაში ვცხოვრობდით. ახლა ბელგიაში დავფუძნდით, ცხრა წელია ბრიუსელში ვცხოვრობ.
© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი და მისი მეუღლე ლადო გეჯაძე
ხატია ოზაშვილი და მისი მეუღლე ლადო გეჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ხატია ოზაშვილი და მისი მეუღლე ლადო გეჯაძე
- რამდენ ენაზე საუბრობთ?
- რადგან სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობდი, აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების ენების სწავლა მომიწია. ვიცი ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ვახერხებ ნიდერლანდურს, ასევე ვსაუბრობ შვეიცარიულ გერმანულ დიალექტზე. სამყაროსთან კომუნიკაცია ასე უფრო მიადვილდება.
© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
ხატია ოზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ხატია ოზაშვილი
- ქართული იდენტობის შენარჩუნებაში რა და ვინ დაგეხმარათ?
- ყველაფერ ეროვნულის მიმართ დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი ჩემმა დედიკომ და ქართულის მასწავლებელმა ჩამინერგეს. სულ ვცდილობდით, რომ ოჯახში ქართულად გვესაუბრა და არ დაგვევიწყებინა “რანი ვართ” და სადაა ჩვენი ფესვები. ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენ შეჭირვებულ სამშობლოს შორიდან გავუწოდოთ დახმარების ხელი. იქნებ სამომავლოდ რაიმე სასიკეთო ცვლილებაც შევიტანოთ მის განვითარებაში...
© photo: courtesy of Khatia Ozashviliქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილში
ქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილში
- როცა სამშობლო გენატრებათ ხოლმე, რას აკეთებთ?
- როცა ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, მაშინ უცხოელ ამხანაგებთან და ნაცნობებთან ლაპარაკს ვიწყებ მის სილამაზეზე, კულტურასა და ყველაფერზე, რაც გამორჩეული გვაქვს. ასეთ დროს ქართული სიმღერებიც მშველის და მათ ხშირად ვუსმენ. კიდევ ბელგიის ქართულ ეკლესიაში მივდივარ, იქ ქართული სიტყვა ისმის, ჩემიანები არიან და ჩემი პატარა საქართველოა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0