მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბერლინს არ სჯერა, რომ რუსული გაზსადენის ერთი ტოტი აფეთქებას გადაურჩა

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის მხოლოდ ონკანის გახსნაა საჭირო, ვინაიდან მისი ერთი ტოტი სექტემბრის დივერსიას გადაურჩა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას ამ ეტაპზე სხვა მოსაზრება აქვს, წერს Spiegel-ი.

„დიდი ალბათობით, ძლიერმა დივერსიულმა აფეთქებებმა მილსადენის ორივე ტოტი დააზიანა. ამიტომ საბაზისო ტექნიკურ მზადყოფნაზე საუბარი ვერ იქნება“, — ასეთი პასუხი გასცა გერმანიის მთავრობამ საპარლამენტო ფრაქციის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის ლეიფ-ერიკ ხოლმის შეკითხვას.

ამასთან, როგორც გამოცემა განმარტავს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მაინც არ აქვს მიღებული მისი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი სერტიფიკატი და, შესაბამისად, მისი ამუშავება ისედაც შეუძლებელია. ბერლინმა რუსეთს გაზსადენის სერტიფიკაცია უკრაინასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეუჩერა.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყოველთვის მხარს უჭერდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავებას, რასაც სხვა პოლიტიკური ძალები ეწინააღმდეგებოდნენ.
გამომდინარე აქედან, ერიკ-ლეიფ ხოლმს მიაჩნია, რომ სამთავრობო კოალიციას სრულიად აწყობს ის ფაქტი, რომ რუსული მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი ტერაქტებით გადაიჭრა.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.
ყველა ახალი ამბავი
0