ბათუმში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

© photo: Sputnik / Denis Aslanovავტომობილები ბათუმის შესასვლელში
ავტომობილები ბათუმის შესასვლელში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
პროექტის რეალიზაციისთვის ხელისუფლება 15 მლნ ევროს გამოყოფს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ხელისუფლება 15 მლნ ევროს გამოყოფს „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემების განვითარებისთვის, რაც სატრანპორტო ნაკადების ავტომატიზებულ მართვას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება და ველოსისტემების განვითარება, შუქნიშნებისა და ტაბლოების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შშმ პირებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.

ხელისუფლების აზრით, ამან უნდა განტვირთოს ქალაქი „საცობებისგან“, შეამციროს ჰაერის დაბინძურება და უფრო უსაფრთხო გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
პროექტი განხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0