https://sputnik-georgia.com/20221026/madona-javaxishvili-271666651.html
სამშობლოს მოწყვეტილი „მერცხლები“ და დრო, რომელიც ყველაფრის მკურნალია
სამშობლოს მოწყვეტილი „მერცხლები“ და დრო, რომელიც ყველაფრის მკურნალია
Sputnik საქართველო
რა არის საჭირო იმისთვის, რომ უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვები თავის ფესვებს არ მოწყდნენ? – პირველ რიგში, ალბათ მშობლიური ენის ცოდნა. ასევე ფიქრობს ათენში... 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T17:12+0400
2022-10-26T17:12+0400
2022-10-26T20:36+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/91/246039147_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_9691c3d540fa5d956f0a8ed6a07d4a42.jpg
ქალბატონი მადონა ლექსებსაც წერს და მწერალთა კავშირის წევრი გახლავთ. საბერძნეთში, სადაც თითქმის ორი ათეული წელია ცხოვრობს, ორი პოეტური კრებული გამოუშვა. ათენის სკოლაში მუშაობას მნიშვნელოვან საქმიანობად თვლის.- ქალბატონო მადონა, საუბარი თქვენი სკოლის პერიოდიდან დავიწყოთ, რა და ვინ გახსენდებათ?- საკმაოდ უცნაური ბავშვი ვიყავი, ცელქი და ძალიან აქტიური. თბილისის 112-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. როცა საკლასო ოთახში შევდივარ, მაშინდელი გაკვეთილები და სკოლა მახსენდება. სულ მქონდა შინაგანი პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ და ამის გამო უარი ვთქვი კომკავშირელობაზე. მანამდე კი ვერ ვიტანდი ყელსახვევს, რის გამოც სულ საყვედურებს ვიღებდი და ვისჯებოდი. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ცაცა ძიგრაშვილი ძალიან თბილად მახსენდება. ქართულის გარდა მან გვასწავლა რა იყო სამშობლო და ვინ იყვნენ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები.- დღეს ათენის სკოლაში რას ასწავლით თქვენს მოსწავლეებს?- დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ. აქ ქართულის გაკვეთილები საპილოტო პროგრამის ფარგლებში ტარდება. ამ გაკვეთილებმა იმაზე მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე მოველოდით. უცხოეთში დაბადებულ ბავშვებს უჭირთ მშობლიურ ენაზე საუბარი. ამ ბავშვების მშობლების უმრავლესობა არალეგალია, ეს პატარები საქართველოში არასდროს ყოფილან, ამიტომ ვცდილობთ ამ პროგრამის დახმარებით ბავშვებს სამშობლო გავაცნოთ და შევაყვაროთ. გვინდა, რომ მათ თავისი წინაპრების გამო სიამაყე იგრძნონ.- ვინ არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში?- ეს გახლავთ საქართველოსა და საბერძნეთის განათლების სამინისტროების და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი პროექტის „ქართული როგორც მეორე ენა“ საპილოტო პროგრამა. ის ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართულის ენის გაკვეთილებს ითვალისწინებს. როგორც ყველა ემიგრანტი, უცხო მიწაზე მეც სიდუხჭირემ ჩამომიყვანა. გარდა ამისა, საბერძნეთში ნათესავები მყავდა. ათენში 2004 წლის ზაფხულში ჩამოვედი.- რაზე ოცნებობთ?- ერთი ოცნება მაქვს – მინდა მალე დაუბრუნდნენ სამშობლოს მერცხლები. ასე ემიგრანტებს ვეძახი. მინდა მალე მოვიდეს ჩვენ სამშობლოში გაზაფხული, თორემ თუ ამ თაობის ქართველები უცხოეთში დიდხანს დარჩებიან, უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება.- ქართველი ყველგან პარალელს ეძებს ხოლმე...- ბერძნები ქართველებს, განსაკუთრებით, გურულებს ძალიან ჰგვანან. თავიდან ძნელი იყო, ახლობლების მონატრების გამო ღამეებს ტირილში ვათენებდი. თუმცა დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. მეც შევეჩვიე აქაურობას და დღეს მიყვარს კიდეც ეს ქვეყანა. ბევრი დავინათესავე, ბევრი მეგობარი მყავს და კარგი მეზობლებიც. დღეს თავს უცხოდ არ ვგრძნობ, პირიქით, შინაური ვარ. ვცდილობ კარგი მხრიდან დავანახო მათ ჩემი სამშობლო, გავაცნო ჩვენი ისტორია და კულტურა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. მადლობა, რომ საშუალება მომეცით ქართველ მკითხველთან მესაუბრა. უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველები...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/91/246039147_357:0:1893:1152_1920x0_80_0_0_41a80de164f489feeaef4677692d6681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
სამშობლოს მოწყვეტილი „მერცხლები“ და დრო, რომელიც ყველაფრის მკურნალია
17:12 26.10.2022 (განახლებულია: 20:36 26.10.2022) რა არის საჭირო იმისთვის, რომ უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვები თავის ფესვებს არ მოწყდნენ? – პირველ რიგში, ალბათ მშობლიური ენის ცოდნა. ასევე ფიქრობს ათენში მცხოვრები მადონა ჯავახიშვილი, რომელიც ადგილობრივ საჯარო სკოლაში ჩვენს ბავშვებს ქართულს ასწავლის.
ქალბატონი მადონა ლექსებსაც წერს და მწერალთა კავშირის წევრი გახლავთ. საბერძნეთში, სადაც თითქმის ორი ათეული წელია ცხოვრობს, ორი პოეტური კრებული გამოუშვა. ათენის სკოლაში მუშაობას მნიშვნელოვან საქმიანობად თვლის.
- ქალბატონო მადონა, საუბარი თქვენი სკოლის პერიოდიდან დავიწყოთ, რა და ვინ გახსენდებათ?
- საკმაოდ უცნაური ბავშვი ვიყავი, ცელქი და ძალიან აქტიური. თბილისის 112-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. როცა საკლასო ოთახში შევდივარ, მაშინდელი გაკვეთილები და სკოლა მახსენდება. სულ მქონდა შინაგანი პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ და ამის გამო უარი ვთქვი კომკავშირელობაზე. მანამდე კი ვერ ვიტანდი ყელსახვევს, რის გამოც სულ საყვედურებს ვიღებდი და ვისჯებოდი. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ცაცა ძიგრაშვილი ძალიან თბილად მახსენდება. ქართულის გარდა მან გვასწავლა რა იყო სამშობლო და ვინ იყვნენ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები.
- დღეს ათენის სკოლაში რას ასწავლით თქვენს მოსწავლეებს?
- დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ. აქ ქართულის გაკვეთილები საპილოტო პროგრამის ფარგლებში ტარდება. ამ გაკვეთილებმა იმაზე მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე მოველოდით. უცხოეთში დაბადებულ ბავშვებს უჭირთ მშობლიურ ენაზე საუბარი. ამ ბავშვების მშობლების უმრავლესობა არალეგალია, ეს პატარები საქართველოში არასდროს ყოფილან, ამიტომ ვცდილობთ ამ პროგრამის დახმარებით ბავშვებს სამშობლო გავაცნოთ და შევაყვაროთ. გვინდა, რომ მათ თავისი წინაპრების გამო სიამაყე იგრძნონ.
- ვინ არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში?
- ეს გახლავთ საქართველოსა და საბერძნეთის განათლების სამინისტროების და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი პროექტის „ქართული როგორც მეორე ენა“ საპილოტო პროგრამა. ის ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართულის ენის გაკვეთილებს ითვალისწინებს. როგორც ყველა ემიგრანტი, უცხო მიწაზე მეც სიდუხჭირემ ჩამომიყვანა. გარდა ამისა, საბერძნეთში ნათესავები მყავდა. ათენში 2004 წლის ზაფხულში ჩამოვედი.
- ერთი ოცნება მაქვს – მინდა მალე დაუბრუნდნენ სამშობლოს მერცხლები. ასე ემიგრანტებს ვეძახი. მინდა მალე მოვიდეს ჩვენ სამშობლოში გაზაფხული, თორემ თუ ამ თაობის ქართველები უცხოეთში დიდხანს დარჩებიან, უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება.
- ქართველი ყველგან პარალელს ეძებს ხოლმე...
- ბერძნები ქართველებს, განსაკუთრებით, გურულებს ძალიან ჰგვანან. თავიდან ძნელი იყო, ახლობლების მონატრების გამო ღამეებს ტირილში ვათენებდი. თუმცა დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. მეც შევეჩვიე აქაურობას და დღეს მიყვარს კიდეც ეს ქვეყანა. ბევრი დავინათესავე, ბევრი მეგობარი მყავს და კარგი მეზობლებიც. დღეს თავს უცხოდ არ ვგრძნობ, პირიქით, შინაური ვარ. ვცდილობ კარგი მხრიდან დავანახო მათ ჩემი სამშობლო, გავაცნო ჩვენი ისტორია და კულტურა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. მადლობა, რომ საშუალება მომეცით ქართველ მკითხველთან მესაუბრა. უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველები...