https://sputnik-georgia.com/20221025/wamlis-laboratoria-wlis-bolomde-gaixsneba-271642264.html
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება
Sputnik საქართველო
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T20:29+0400
2022-10-25T20:29+0400
2022-10-25T22:28+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263747324_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_b8083e2b3b4d8401deff1c995b7c86b5.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. წამლის ხარისხის კონტროლის პირველი თანამედროვე ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ლაბორატორიაში მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.აზარაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება მის აღჭურვას, საჭირო აღჭურვილობა უკვე ადგილზეა და მალე დაიწყება მისი მონტაჟი, აღნიშნა მინისტრმა.ამჟამად საქართველო წამლების ხარისხის შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებს მიმართავს, ეს კი დიდ დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობა.საქართველომ GMP/GDP სისტემების დანერგვა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, რითაც ქვეყანა აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263747324_50:0:1194:858_1920x0_80_0_0_39c287ed8694438a94185f970134c037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება
20:29 25.10.2022 (განახლებულია: 22:28 25.10.2022) სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. წამლის ხარისხის კონტროლის პირველი თანამედროვე ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ლაბორატორიაში მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.
აზარაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება მის აღჭურვას, საჭირო აღჭურვილობა უკვე ადგილზეა და მალე დაიწყება მისი მონტაჟი, აღნიშნა მინისტრმა.
„ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს ლაბორატორია უკვე გაშვებული გვექნება და მედიკამენტებს ადგილზე შევამოწმებთ, გაგზავნა აღარ დაგვჭირდება", – განაცხადა ბრიფინგზე აზარაშვილმა.
ამჟამად საქართველო წამლების ხარისხის შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებს მიმართავს, ეს კი დიდ დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობა.
საქართველომ GMP/GDP სისტემების დანერგვა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, რითაც ქვეყანა აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.