თბილისში ბაროკოს მუსიკის ფესტივალი გაიმართება

© photo: courtesy of Sinfonietta Stageსაკონცერტო დარბაზი
საკონცერტო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნის ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები მსმენელს სიამოვნებას მიანიჭებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბაროკოს ეპოქის მუსიკის თბილისის რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი 9-27 ნოემბრის პერიოდში გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 9, 11, 13, 15 და 27 ნოემბერს, ხოლო ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 24 ნოემბერს გაიმართება.
სხვადასხვა დღეებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს „საქართველოს სიმფონიეტის“, ორკესტრ Europa Galante-ის, ცნობილი იტალიელი მევიოლინისა და დირიჟორის ფაბიო ბიონდას და Helsinki Baroque Orchestra-ს (ფინეთი) კონცერტებს.
თბილისის ყოველწლიური ბაროკოს საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტამ“ დააფუძნა მაშინდელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
სამეგრელოში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება
ფესტივალმა საერთაშორისო არენაზე სახელი უკვე გაითქვა და მას ყოველწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები.
სხვადასხვა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ბაროკოს მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები: ესპანელი გამბისტი ჟორდი სავალი, იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აზოლინი და ვიოლონჩელისტი დევიდ ამადიოსი, გერმანელი მევიოლინე კრისტინ ბუში, ფრანგი კლავესინისტი ჟან რონდო, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის ორკესტრი და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0