სამეგრელოში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

CC BY 2.0 / antony griffiths / pianoროიალის კლავიშები
როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა" 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. კამერული მუსიკის VIII ფესტივალის „სალხინოს კამერატას“ ფარგლებში, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჩატარდება, კონცერტები და მასტერ-კლასები გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი, ტრადიციულად, დადიანების საშემოდგომო სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში გაიმართება.

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურას პირას გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ლევან V დადიანმა (1793–1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო. ამჟამად ის საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც ოჯალეშის ჯიშის ღვინოს აყენებენ.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან საესტრადო შემსრულებლები ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის გოგონათა გუნდი, თსუ-ის სტუდენტური გუნდი და რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.
ფესტივალის მონაწილეებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც საღამოზე საფორტეპიანო მუსიკით თავადაც წარდგება.
კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა" 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. ფაქტობრივად მანამდე ამ მხარეში კლასიკური მუსიკის ფესტივალი არ ჩატარებულა.
ღონისძიების მიზანია — რეგიონში კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარება, სასახლეში ХХ საუკუნემდე არსებული სალონური და კულტურული საღამოების ტრადიციის აღორძინება. ასეთი საღამოების დამფუძნებლები იყვნენ დადიანები და მათთან დანათესავებული მიურატების დინასტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0