https://sputnik-georgia.com/20221025/tamar-mosulishvili-271638518.html
აბრეშუმის შარფზე გამოსახული თბილისი და ქართული ქალაქით მოხიბლული უცხოელები
აბრეშუმის შარფზე გამოსახული თბილისი და ქართული ქალაქით მოხიბლული უცხოელები
Sputnik საქართველო
მხატვარი თამი მოსულიშვილი ამბობს, რომ ამერიკაში ყველაზე ხშირად პეიზაჟებს ხატავს და განსაკუთრებით ამერიკული გაზაფხულისა და შემოდგომის ფერები მოსწონს. ამის... 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T17:28+0400
2022-10-25T17:28+0400
2022-10-25T22:00+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/50/245035069_0:90:1001:653_1920x0_80_0_0_f11b21885a5e26a8fec60be54e786d64.jpg
ძირითადად ბატიკაზე მუშაობს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო აშშ-ში საქართველოს საელჩოში და ვაშინგტონში მდებარე მსოფლიო ბანკის ოფისში. სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. ბატიკას, აბრეშუმზე მოხატვის ტექნოლოგიას კი აკადემიის დამთავრების შემდეგ დაეუფლა.- ვიცი, რომ თქვენმა თბილისურმა პეიზაჟებმა ბევრი უცხოელი მოხიბლა...– საქართველოს საელჩო და Georgian Center ბოლო რამდენიმე წელი მართავენ საღამოს, რომელიც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ჩემი ფერწერული ტილოები და ბატიკა პირველად სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში წარვადგინე. ყველაზე დიდი ინტერესი და მოწონება ამერიკაში მცხოვრები ქართველებისგან ჩემმა აბრეშუმის შარფებმა დაიმსახურა ძველი თბილისის ხედებით. ბევრი ამერიკელი კი ჩვენს მთავარ ქალაქში ჩამოსვლით სწორედ ამ შარფებზე გამოსახული თბილისური სიუჟეტების ხილვის მერე დაინტერესდა.- განსაკუთრებით რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ?- საფრანგეთის საელჩოში გამართულ „ფრანკოფონიის ფესტივალში“ 30-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც იყო. მაშინ მომეცა საშუალება, რომ ქართული ხელოვნება ჩემ მიერ შექმნილი ბატიკით, ძველი თბილისის ხედებით და ხელით მოხატული სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით წარმედგინა, რასაც უცხოელი დამთვალიერებლის მხრიდან ამჯერადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოშიც აქტიურად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას, მაგრამ ისეთი გამოხმაურება და აღიარება, როგორიც უცხოეთში, აქ არ მქონია.– ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...-დიახ, აქ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ვასწავლი ხატვას, ასევე მყავს კერძო მოსწავლეებიც. მინდა გავხსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ყველა ჩემი ნამუშევარი ერთად იქნება თავმოყრილი და სადაც საშუალება მექნება, რომ ბავშვებს ბატიკის მასტერ-კლასები ჩავუტარო.- საყვარელი თემატიკა რომელია, რაზე გიყვართ ხატვა?- ჩემთვის უსაყვარლეს თემატიკას ხშირად ვეხები – ვხატავ ბროწეულებს და ყურძენს, რაც სიკეთის, ბედნიერების, ხვავის და გამრავლების სიმბოლოა. ასევე ვხატავ ძველი თბილისის ხედებს არა მარტო აბრეშუმზე, არამედ ტილოზეც. ძველი თბილისი ყველა ეროვნებისა და კატეგორიის მნახველს ხიბლავს. მე რაც შემეხება, ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი, რაც რაღაც დოზით აზიურ კულტურას უკავშირდება. ეს იქნება აღმოსავლური ხალიჩები, არქიტექტურა თუ სხვა რამ. სწორედ ეს ყველაფერია ერთად თავმოყრილი ძველი თბილისის ქუჩებში.- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?- რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვლას ვახერხებ, ყოველ ჯერზე ვსტუმრობ ხოლმე ძველი თბილისის ქუჩებს, ისევ ვუღებ ფოტოებს ძველ აივნებს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბატიკაზე გადავიტანო. ამით ვცდილობ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ლამაზი და გამორჩეულია, ჩემი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველებს და გავაცნო უცხოელებს. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს ხშირად დავდიოდი ქალაქის ძველ უბნებში, ბევრს ვათვალიერებდი და ჩანახატებს ვაკეთებდი.- უცხოელის მხრიდან თქვენი შემოქმედების განსაკუთრებული შეფასება რომელი დაგამახსოვრდათ?- როცა ამერიკაში პირველად მივიღე მონაწილეობა გამოფენაში, ჩემი ერთ-ერთი აბრეშუმის შარფი ამერიკელმა ქალბატონმა შეიძინა. მან მითხრა, რომ ხელოვნების დიდი მოყვარულია, ხშირად სტუმრობდა გამოფენებს და უამრავი ბატიკა უნახავს, თუმცა მსგავსი ჯერ არ შემხვედრიაო. როგორც გავიგე, ეს ქალბატონი ერთხელ უკვე ყოფილა საქართველოში და ძველი თბილისით აღფრთოვანებულა. თუმცა ქალაქის ის ადგილი, რაც მე გამოვხატე შარფზე, მას პირველად უნახავს და ისე მოიხიბლა, რომ სურვილი გაუჩნდა უშუალოდ ენახა. ამაზე მეტი სიხარული ხელოვანისთვის არაფერია, როცა საკუთარი ქვეყნის კულტურას ისეთი ფორმით გააცნობ უცხოელს, რომ მას სურვილი გაუჩნდება შენს ქვეყანაზე უფრო მეტი გაიგოს...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/50/245035069_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_dfff58ea1348a64b4b26af86522dcb98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
აბრეშუმის შარფზე გამოსახული თბილისი და ქართული ქალაქით მოხიბლული უცხოელები
17:28 25.10.2022 (განახლებულია: 22:00 25.10.2022) მხატვარი თამი მოსულიშვილი ამბობს, რომ ამერიკაში ყველაზე ხშირად პეიზაჟებს ხატავს და განსაკუთრებით ამერიკული გაზაფხულისა და შემოდგომის ფერები მოსწონს. ამის მიუხედავად მისი შემოქმედება ქართულ ხასიათს არ კარგავს.
ძირითადად ბატიკაზე მუშაობს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო აშშ-ში საქართველოს საელჩოში და ვაშინგტონში მდებარე მსოფლიო ბანკის ოფისში. სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. ბატიკას, აბრეშუმზე მოხატვის ტექნოლოგიას კი აკადემიის დამთავრების შემდეგ დაეუფლა.
- ვიცი, რომ თქვენმა თბილისურმა პეიზაჟებმა ბევრი უცხოელი მოხიბლა...
– საქართველოს საელჩო და Georgian Center ბოლო რამდენიმე წელი მართავენ საღამოს, რომელიც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ჩემი ფერწერული ტილოები და ბატიკა პირველად სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში წარვადგინე. ყველაზე დიდი ინტერესი და მოწონება ამერიკაში მცხოვრები ქართველებისგან ჩემმა აბრეშუმის შარფებმა დაიმსახურა ძველი თბილისის ხედებით. ბევრი ამერიკელი კი ჩვენს მთავარ ქალაქში ჩამოსვლით სწორედ ამ შარფებზე გამოსახული თბილისური სიუჟეტების ხილვის მერე დაინტერესდა.
- განსაკუთრებით რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ?
- საფრანგეთის საელჩოში გამართულ „ფრანკოფონიის ფესტივალში“ 30-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც იყო. მაშინ მომეცა საშუალება, რომ ქართული ხელოვნება ჩემ მიერ შექმნილი ბატიკით, ძველი თბილისის ხედებით და ხელით მოხატული სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით წარმედგინა, რასაც უცხოელი დამთვალიერებლის მხრიდან ამჯერადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოშიც აქტიურად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას, მაგრამ ისეთი გამოხმაურება და აღიარება, როგორიც უცხოეთში, აქ არ მქონია.
– ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...
-დიახ, აქ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ვასწავლი ხატვას, ასევე მყავს კერძო მოსწავლეებიც. მინდა გავხსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ყველა ჩემი ნამუშევარი ერთად იქნება თავმოყრილი და სადაც საშუალება მექნება, რომ ბავშვებს ბატიკის მასტერ-კლასები ჩავუტარო.
- საყვარელი თემატიკა რომელია, რაზე გიყვართ ხატვა?
- ჩემთვის უსაყვარლეს თემატიკას ხშირად ვეხები – ვხატავ ბროწეულებს და ყურძენს, რაც სიკეთის, ბედნიერების, ხვავის და გამრავლების სიმბოლოა. ასევე ვხატავ ძველი თბილისის ხედებს არა მარტო აბრეშუმზე, არამედ ტილოზეც. ძველი თბილისი ყველა ეროვნებისა და კატეგორიის მნახველს ხიბლავს. მე რაც შემეხება, ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი, რაც რაღაც დოზით აზიურ კულტურას უკავშირდება. ეს იქნება აღმოსავლური ხალიჩები, არქიტექტურა თუ სხვა რამ. სწორედ ეს ყველაფერია ერთად თავმოყრილი ძველი თბილისის ქუჩებში.
- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?
- რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვლას ვახერხებ, ყოველ ჯერზე ვსტუმრობ ხოლმე ძველი თბილისის ქუჩებს, ისევ ვუღებ ფოტოებს ძველ აივნებს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბატიკაზე გადავიტანო. ამით ვცდილობ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ლამაზი და გამორჩეულია, ჩემი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველებს და გავაცნო უცხოელებს. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს ხშირად დავდიოდი ქალაქის ძველ უბნებში, ბევრს ვათვალიერებდი და ჩანახატებს ვაკეთებდი.
- უცხოელის მხრიდან თქვენი შემოქმედების განსაკუთრებული შეფასება რომელი დაგამახსოვრდათ?
- როცა ამერიკაში პირველად მივიღე მონაწილეობა გამოფენაში, ჩემი ერთ-ერთი აბრეშუმის შარფი ამერიკელმა ქალბატონმა შეიძინა. მან მითხრა, რომ ხელოვნების დიდი მოყვარულია, ხშირად სტუმრობდა გამოფენებს და უამრავი ბატიკა უნახავს, თუმცა მსგავსი ჯერ არ შემხვედრიაო. როგორც გავიგე, ეს ქალბატონი ერთხელ უკვე ყოფილა საქართველოში და ძველი თბილისით აღფრთოვანებულა. თუმცა ქალაქის ის ადგილი, რაც მე გამოვხატე შარფზე, მას პირველად უნახავს და ისე მოიხიბლა, რომ სურვილი გაუჩნდა უშუალოდ ენახა. ამაზე მეტი სიხარული ხელოვანისთვის არაფერია, როცა საკუთარი ქვეყნის კულტურას ისეთი ფორმით გააცნობ უცხოელს, რომ მას სურვილი გაუჩნდება შენს ქვეყანაზე უფრო მეტი გაიგოს...