https://sputnik-georgia.com/20221025/salome-zurabisvili-inkluziuri-turizmis-mnisvnelobaze-271642803.html
სალომე ზურაბიშვილი ინკლუზიური ტურიზმის მნიშვნელობაზე
სალომე ზურაბიშვილი ინკლუზიური ტურიზმის მნიშვნელობაზე
Sputnik საქართველო
ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T20:51+0400
2022-10-25T20:51+0400
2022-10-25T22:36+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_ccc62e697f18c74e2be4c0cfde5aa29f.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის აუცილებელია პოლიტიკის შემუშავება ინკლუზიური ტურიზმის ჩამოყალიბებისთვის – თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შშმ პირებისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.ზურაბიშვილმა სამშაბათს ორბელიანის სასახლეში გახსნა საერთაშორისო კონფერენცია „ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.პრეზიდენტის თქმით, ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს, რათა პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებსაც.ამასთან, სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, აღნიშნა პრეზიდენტმა.ზურაბიშვილმა საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტურისტული ქვეყანა უწოდა, რომელიც მიმზიდველია ვიზიტორებისთვის თავისი მრავალფეროვნებით – როგორც ბუნებით, ისე გასტრონომიული, არქეოლოგიური, სპორტული, სამთო თუ საპილიგრიმო მარშრუტებით, რომლებიც ჯერ ბოლომდე არაა დამუშავებული.„ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტურიზმი. ქვეყნის მასშტაბით უამრავი საკურორტო ზონაა. მისასალმებელია აღნიშნული საკურორტო ზონების რეაბილიტაციისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესი. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის პოტენციალის და პერსპექტივის დანახვაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა ევროკომისიის ორგანიზაციის - Open Doors მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა „ზრდასრულ შშმ პირთა მოგზაურობის შესახებ“, რომლის მიხედვით შშმ პირთა მოგზაურობის ეკონომიკური გავლენა მსოფლიო დონეზე 58,7 მილიარდ დოლარს აღწევს.„ესე იგი, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, თუ ჩვენ ამას მხოლოდ ბაზრის კუთხით შევხედავთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ტურისტული სექტორი ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს კარგავს არახელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სერვისების და შშმ მოგზაურთა მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო.მისი თქმით, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული ღონისძიებების, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.„ამასთან, მიმდინარეობს ტურიზმის კანონმდებლობის დახვეწის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, ცხადია, ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელიც უთუოდ ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მზარდი მიმართულებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.გარდა ამისა, პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, მუნიციპალიტეტებში მოხდეს ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაცია ელჩების ჩართულობით, რადგან მსგავსი პრაქტიკა უკვე აქვთ სხვა ქვეყნებს, და შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება.კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები.ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე სექტორის წილი ეკონომიკაში 10%-ზე მეტს შეადგენდა. ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.საქართველომ ტურიზმზე 2,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა: ახალი სტატისტიკა>>კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ცხრა თვეში 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 190,7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 97,5%-ით აღდგა.საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა და 3,9 მილიონი შეადგინა.საქართველომ 2022 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 53,8%-ით აღადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_155:0:1288:850_1920x0_80_0_0_b9ba03a01fc61200029fc314b3f17faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ინკლუზიური ტურიზმის მნიშვნელობაზე
20:51 25.10.2022 (განახლებულია: 22:36 25.10.2022) ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის აუცილებელია პოლიტიკის შემუშავება ინკლუზიური ტურიზმის ჩამოყალიბებისთვის – თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შშმ პირებისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა სამშაბათს ორბელიანის სასახლეში გახსნა საერთაშორისო კონფერენცია „ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.
„ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ფიზიკური გარემოსა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის საჭიროების გათვალისწინებას. და სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ცოდნა და გაზიარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პრეზიდენტის თქმით, ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს, რათა პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებსაც.
ამასთან, სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტურისტული ქვეყანა უწოდა, რომელიც მიმზიდველია ვიზიტორებისთვის თავისი მრავალფეროვნებით – როგორც ბუნებით, ისე გასტრონომიული, არქეოლოგიური, სპორტული, სამთო თუ საპილიგრიმო მარშრუტებით, რომლებიც ჯერ ბოლომდე არაა დამუშავებული.
„ასევე აღსანიშნავია სამკურნალო ტურიზმი. ქვეყნის მასშტაბით უამრავი საკურორტო ზონაა. მისასალმებელია აღნიშნული საკურორტო ზონების რეაბილიტაციისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესი. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის პოტენციალის და პერსპექტივის დანახვაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა ევროკომისიის ორგანიზაციის - Open Doors მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა „ზრდასრულ შშმ პირთა მოგზაურობის შესახებ“, რომლის მიხედვით შშმ პირთა მოგზაურობის ეკონომიკური გავლენა მსოფლიო დონეზე 58,7 მილიარდ დოლარს აღწევს.
„ესე იგი, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, თუ ჩვენ ამას მხოლოდ ბაზრის კუთხით შევხედავთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ტურისტული სექტორი ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს კარგავს არახელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სერვისების და შშმ მოგზაურთა მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო.
„საქართველოში ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რათა პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არამედ ის უნდა გახდეს ინკლუზიური სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული ღონისძიებების, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
„ამასთან, მიმდინარეობს ტურიზმის კანონმდებლობის დახვეწის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, ცხადია, ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელიც უთუოდ ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მზარდი მიმართულებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, მუნიციპალიტეტებში მოხდეს ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაცია ელჩების ჩართულობით, რადგან მსგავსი პრაქტიკა უკვე აქვთ სხვა ქვეყნებს, და შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები.
ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე სექტორის წილი ეკონომიკაში 10%-ზე მეტს შეადგენდა. ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ცხრა თვეში 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 190,7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 97,5%-ით აღდგა.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა და 3,9 მილიონი შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 53,8%-ით აღადგინა.