https://sputnik-georgia.com/20221019/statistika-saqartvelom-turizmze-ramdeni-gamoimusava-271450557.html
საქართველომ ტურიზმზე 2,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა: ახალი სტატისტიკა
საქართველომ ტურიზმზე 2,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
შემოსავლები 97,5%-ით აღდგა 2019 წლის დონესთან შედარებით, როცა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო. 19.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-19T10:46+0400
2022-10-19T10:46+0400
2022-10-19T15:18+0400
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269503109_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1d1d0de858be34de5de0330238bb23c6.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ცხრა თვეში 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 190,7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 97,5%-ით აღდგა.2022 წლის სექტემბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 375,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 132%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე – 17,9%-ით მეტი.ვინ ხარჯავს ფულსყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ ცხრა თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 563,4 მლნ დოლარი.ასევე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან სექტემბერში – 95,5 მლნ დოლარი. შემდეგ მოდიან ვიზიტორები ევროკავშირიდან – 44,7 მლნ დოლარი და თურქეთიდან – 35,8 მლნ დოლარი.ვიზიტები საქართველოშისაერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 199,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,9 მლნ შეადგინა.საქართველომ 2022 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 53,8%-ით აღადგინა.ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 2,7 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–სექტემბრის მაჩვენებელზე 147,5%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 67,8%-ით.ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებშისაქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269503109_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_5e1d87cb793ae10a66dd2e89975fb48f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველომ ტურიზმზე 2,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა: ახალი სტატისტიკა
10:46 19.10.2022 (განახლებულია: 15:18 19.10.2022) შემოსავლები 97,5%-ით აღდგა 2019 წლის დონესთან შედარებით, როცა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ცხრა თვეში 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 190,7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 97,5%-ით აღდგა.
2022 წლის სექტემბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 375,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 132%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე – 17,9%-ით მეტი.
ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ ცხრა თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 563,4 მლნ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა
| ხარჯები, მლნ დოლარი
| ვიზიტების რიცხვი
|
რუსეთი | 563,4 | 780.339 |
ევროკავშირი | 260,7 | 213.093 |
თურქეთი | 235,4
| 543.464
|
ბელარუსი | 210,8
| 108.858
|
უკრაინა
| 202,6
| 127.721
|
ასევე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან სექტემბერში – 95,5 მლნ დოლარი. შემდეგ მოდიან ვიზიტორები ევროკავშირიდან – 44,7 მლნ დოლარი და თურქეთიდან – 35,8 მლნ დოლარი.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 199,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,9 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 53,8%-ით აღადგინა.
2022 წლის იანვარი-სექტემბერი – ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ
ქვეყანა
| ვიზიტების რაოდენობა, ათასი
| ზრდა,%
|
რუსეთი
| 780,3
| 449,7%
|
თურქეთი
| 543,5
| 141,0%
|
სომხეთი
| 521,7
| 385,6%
|
ისრაელი
| 155,4
| 137,7%
|
უკრაინა
| 127,7
| 11,5%
|
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 2,7 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–სექტემბრის მაჩვენებელზე 147,5%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 67,8%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.