https://sputnik-georgia.com/20221025/ministri-depolarizaciistvis-yvela-zalis-xmevaa-sachiro-271634246.html
მინისტრი: დეპოლარიზაციისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევაა საჭირო
მინისტრი: დეპოლარიზაციისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევაა საჭირო
Sputnik საქართველო
ნედ პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T17:21+0400
2022-10-25T17:21+0400
2022-10-25T21:51+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7180530b8332c01a00581d030ccae279.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება შესაძლებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადების კომენტირისას.ნედ პრაისის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებით ან გაუქმებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია და გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.„აღნიშნული პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც საჭიროა კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად... ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.სად უფრო მეტად იგრძნობა პოლარიზაცია საქართველოში: სალომე ზურაბიშვილის შეფასება>>>მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს. ბევრ პუნქტთან მიმართებით უკვე შემუშავდა კანონპროექტები.ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_6bc9b298ad7dbf0fc44c31f9c8dde646.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა
საქართველო, აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა
მინისტრი: დეპოლარიზაციისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევაა საჭირო
17:21 25.10.2022 (განახლებულია: 21:51 25.10.2022) ნედ პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება შესაძლებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ნედ პრაისის განცხადების კომენტირისას.
ნედ პრაისის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებით ან გაუქმებით, რამაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი გამოიწვია და გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.
„პოლარიზაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში", – განაცხადა ხუციშვილმა.
დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„აღნიშნული პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც საჭიროა კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად... ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს. ბევრ პუნქტთან მიმართებით უკვე შემუშავდა კანონპროექტები.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.