საქართველოში მყოფი უკრაინელების სოციალურ-ეკონომიკური დახმარება ექვსი თვით გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამა ექვსი თვით, 2023 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, პროგრამის დაფინანსებაში საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩართულია გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი.
„თუ სწორად მახსოვს, ისინი პარალელულად, ჩვენი დახმარების გარდა, 250 ლარს ურიცხავენ (ერთ ოჯახს). სხვა ქვეყნებთან ცალკე თხოვნა არ გვქონია. ჩვენი რესურსით სრულად ვაფინანსებთ მათ საჭიროებებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ეს სპეკულაციაა - აზარაშვილი უკრაინული ოჯახების დახმარების საკითხზე>>
თბილისში რუსულ–უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეების თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას უწევენ. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ ადამიანზე 45 ლარს გასცემენ.
რაც შეეხება უფასო მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი თბილისში, ძალაში რჩება უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, ხელოვნებისა და სპორტული სკოლების მომსახურება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0