მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფონ დერ ლაიენის „აღიარება“: ევროკავშირის მიზანი - რუსული აქტივების ჩამორთმევაა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის მიზანია კი არ გაყინოს რუსული აქტივები ევროპაში, არამედ მათი კონფისკაცია მოახდინოს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის საერთაშორისო დონორების კონფერენციაზე ბერლინში.
თუმცა, მისი თქმით, ამის გაკეთება არც ისე ადვილია, ვინაიდან რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის უზადო კანონიერი საფუძვლების მომზადებაა საჭირო.

„ჩვენი მიზანია აქტივების არა იმდენად გაყინვა, რამდენადაც მათი კონფისკაცია. ეს ჩვენი ამოცანაა. მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით ამის გაკეთება არც ისე იოლია. ჩვენ ვიცავთ კანონის უზენაესობას, ამიტომ დიდი სამუშაო გველის, რათა [კონფისკაციისთვის] უნაკლო კანონიერი საფუძვლები შევქმნათ“, — აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფონ დერ ლაიენის სიტყვებზე კომენტარი უკვე გაკეთდა რუსეთის ფედერაციის საბჭოში. როგორც ანდრეი კლიშასმა განაცხადა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე აღიარა.
„მიზანი — პოლიტიკური მოტივებით რუსული აქტივების მიტაცებაა. ამ დაუფარავი ქურდობისთვის კი იურიდიული ბაზის მომზადება სურთ“, — დაწერა მან Telegram-არხზე.
14 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებს 17,4 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული ბიზნეს-აქტივები აქვთ გაყინული. 21 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ დაავალა ევროკომისიას, რომელიც პასუხისმგებელია კანონპროექტებზე, მოამზადოს გაყინული რუსული აქტივების გადაცემის ვარიანტები უკრაინის აღსადგენად. კრემლმა ეს იდეა დაგმო.
ყველა ახალი ამბავი
0