https://sputnik-georgia.com/20221025/finetis-nato-turqeti-molaparakebebi-271625171.html
ნატოში გაწევრიანება: ანკარაში დელეგაციათა შეხვედრა მიმდინარეობს
ნატოში გაწევრიანება: ანკარაში დელეგაციათა შეხვედრა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანკარაში თურქეთისა და ფინეთის იუსტიციის სამინისტროების დელეგაციათა შეხვედრა დაიწყო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის... 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T13:59+0400
2022-10-25T13:59+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ფინეთი
ნატო
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271625009_0:207:2907:1842_1920x0_80_0_0_2f2fdf2059dbb0f696355a88cd8eb42e.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანკარაში თურქეთისა და ფინეთის იუსტიციის სამინისტროების დელეგაციათა შეხვედრა დაიწყო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, იუწყება თურქული Millliyet.გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის დელეგაციას იუსტიცის სამინისტროს ევროკავშირისა და საგარეო საკითხთა განყოფილების გენერალური დირექტორი ქასიმ ჩიჩექი ხელმძღვანელობს.ფინეთმა და შვედეთმა მიმდინარე წლის 18 მაისს მიმართეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადებით. თავდაპირველად თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა, მაგრამ 29 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელშიც ანკარის ყველა შეშფოთება იყო გათვალისწინებული. თურქეთმა, თავის მხრივ, უკან წაიღო უარი ამ ორი ევროპული ქვეყნის ნატოში შესვლაზე. 6 ოქტომბრის მონაცემებით, ჩრდილოეთის ქვეყნების ნატოში მიღებას უკვე დაეთანხმა ნატოს წევრი 30-დან 28 ქვეყანა — თურქეთისა და უნგრეთის გარდა.
თურქეთი
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271625009_87:0:2818:2048_1920x0_80_0_0_94a41123f3406bd724f4351b90bbdcad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ფინეთი, ნატო , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ფინეთი, ნატო , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ნატოში გაწევრიანება: ანკარაში დელეგაციათა შეხვედრა მიმდინარეობს
13:59 25.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანკარაში თურქეთისა და ფინეთის იუსტიციის სამინისტროების დელეგაციათა შეხვედრა დაიწყო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, იუწყება თურქული
Millliyet.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის დელეგაციას იუსტიცის სამინისტროს ევროკავშირისა და საგარეო საკითხთა განყოფილების გენერალური დირექტორი ქასიმ ჩიჩექი ხელმძღვანელობს.
ფინეთმა და შვედეთმა მიმდინარე წლის 18 მაისს მიმართეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადებით. თავდაპირველად თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა, მაგრამ 29 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელშიც ანკარის ყველა შეშფოთება იყო გათვალისწინებული. თურქეთმა, თავის მხრივ, უკან წაიღო უარი ამ ორი ევროპული ქვეყნის ნატოში შესვლაზე. 6 ოქტომბრის მონაცემებით, ჩრდილოეთის ქვეყნების ნატოში მიღებას უკვე დაეთანხმა ნატოს წევრი 30-დან 28 ქვეყანა — თურქეთისა და უნგრეთის გარდა.