https://sputnik-georgia.com/20221025/afetqeba-larizis-qucaze-braldebuli-ganacens-cixesi-daelodeba-271645890.html
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: ბრალდებული განაჩენს ციხეში დაელოდება
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: ბრალდებული განაჩენს ციხეში დაელოდება
Sputnik საქართველო
დაცვა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T22:26+0400
2022-10-25T22:26+0400
2022-10-25T22:57+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24613/20/246132020_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_3ab8aee5e3c43f9db0b5e0ee67f0ba41.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომის სახით პატიმრობა შეუფარდა ლევან მარტიაშვილს, რომელსაც ბრალად ედება თბილისის ცენტრში ხელყუმბარის აფეთქება, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.სასამართლოზე ბრალდებულმა არ უარყო, რომ ხელყუმბარა ააფეთქა, თუმცა გამორიცხა განზრახ მკვლელობის მოტივი და განაცხადა, რომ მხოლოდ თავს იცავდა.აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს>>დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24613/20/246132020_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_bf1eea369100d266367dbc8ceebef704.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: ბრალდებული განაჩენს ციხეში დაელოდება
22:26 25.10.2022 (განახლებულია: 22:57 25.10.2022) დაცვა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომის სახით პატიმრობა შეუფარდა ლევან მარტიაშვილს, რომელსაც ბრალად ედება თბილისის ცენტრში ხელყუმბარის აფეთქება, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოზე ბრალდებულმა არ უარყო, რომ ხელყუმბარა ააფეთქა, თუმცა გამორიცხა განზრახ მკვლელობის მოტივი და განაცხადა, რომ მხოლოდ თავს იცავდა.
დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.