https://sputnik-georgia.com/20221024/apetqeba-lagizis-quchaze-dakavebuls-brali-warudgines-271605532.html
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T20:51+0400
2022-10-24T20:51+0400
2022-10-24T22:46+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
20:51 24.10.2022 (განახლებულია: 22:46 24.10.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების მიხედვით, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.