აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© Department of Environmental Supervision of Georgiaაჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში მოქალაქეებს ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ მოწყობილი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: სექტემბრის მონაცემები>>>
მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოვლინდა. დაფიქსირებული შემთხვევებიდან 154 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხებოდა, 55 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებს. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0