რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: სექტემბრის მონაცემები

ცული - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაფიქსირებული შემთხვევებიდან 154 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებს. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები რეგიონების მიხედვით:
კახეთი – 48,
იმერეთი – 26,
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18,
სამცხე-ჯავახეთი – 18,
აჭარა – 11,
შიდა ქართლი – 11,
მცხეთა-მთიანეთი – 7,
ქვემო ქართლი – 6,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6,
გურია – 3.
მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0