https://sputnik-georgia.com/20221024/nuci-nebieridze-271600649.html
ჯაზის ქართველი მომღერალი ამერიკაში - „როცა სამყაროც შენკენაა“
ჯაზის ქართველი მომღერალი ამერიკაში - „როცა სამყაროც შენკენაა“
Sputnik საქართველო
მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული, ნიუ-იორკის მუსიკალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალბომი ჩაწერა, დღეს ჯაზური კომპოზიციების შესასრულებლად ეპატიჟებიან ისეთ... 24.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-24T17:08+0400
2022-10-24T17:08+0400
2022-10-24T21:04+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24580/59/245805973_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_49cb0542a77d701d7c31641c52e7959c.jpg
ეს ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ნუცი ნებიერიძეა, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა გადაწონა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კონცერტი და ღონისძიება ჰქონდა ნიუ-იორკის სხვადასხვა ცნობილ ვენიუებში, როგორებიცაა Birdland Jazz Club, Birdland Theatre, Club Bonafide, Rockwood Music Hall, Tribeca Performing Arts Center, Consulate General Of Georgia, The Amadeus Performance Hall და სხვ.– ნუცი, ნიუ-იორკში როგორ ჩააბარეთ საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში?- ისე მოხდა, რომ საკმარისი ფინანსების არქონის გამო, მერე კი აშშ-ის ვიზაზე ორჯერ უარის მიღების შემდეგ ზუსტად სამი წელი ნიუ-იორკში ვირტუალურად ვცხოვრობდი. გამოცდები სამჯერ ჩავაბარე და უნივერსიტეტიდან დაფინანსებაც თანდათანობით გამეზარდა. საბოლოოდ მაღალი დაფინანსებითა და მშობლების ხელშეწყობით ამერიკაში ჩამოვედი, დავამთავრე მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური უნივერსიტეტი The New School For Jazz And Contemporary Music.- ამერიკასთან თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იყო?- კონსერვატორიის დამთავრების მერე ვემზადებოდი შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის, რასაც ნიუ-იორკში ჩასვლა წარმოადგენდა. დიდი მზადებისა და სამწლიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, აქ ჩამოვედი. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც პირველად გავედი მანჰეტენზე, გავიარე უნივერსიტეტთან იმ ქუჩებზე, სადაც მანამდე ფოტოებით, ვირტუალურად ვცხოვრობდი. პირველი წელი ძალიან ინსპირაციული იყო, მართლა ვეზიარე იმ „კულტურულ შოკს“, რითიც ნიუ-იორკი გამოირჩევა. ახალ სამყაროსთან შეგუება სულ არ გამიჭირდა, პირიქით, აქ იმდენი ხანი ვერ ჩამოვდიოდი, რომ სწავლას და მოღვაწეობას დაგროვილი ენერგიით „შევუტიე“. სხვათა შორის, იმ ადგილზე, სადაც პირველი გასვლის დროს ყველაზე დიდი ემოციური შოკი დამემართა, ხანდახან ახლაც მივდივარ, ისევ იქ ვდგები, იმ ქუჩაზე, რომ ის განცდა გავიხსენო. ამ ფორმით ალბათ საკუთარ თავს მინდა შევახსენო, თუ რა გზა გამოვიარე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა.- სტუდენტობის დროს აქტიურად გამოდიოდით სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებზე...- თბილისში აქტიური მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად გამოვდიოდი კონცერტებზე, კლუბებსა და ბარებში. მყავდა სხვადასხვა ბენდი, ვაკეთებდი სტუდიურ ჩანაწერებს, ვმღეროდი სხვადასხვა ფესტივალზე და დიდ კონცერტებზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სატელევიზიო კონკურსებშიც. ასე თანდათან ვაგროვებდი გამოცდილებას, ვწერდი მუსიკას. ჯაზურ მუსიკასთან ბავშვობიდან ვგრძნობდი კავშირს და ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი გაუცნობიერებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ. მუდამ გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი და ჩემი შინაგანის რეალიზება სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. თუმცა ეს ეხება ზოგადად მუსიკასაც, რადგან ჯაზთან ერთად სხვა მრავალი ჟანრის გავლენაც მაქვს, რაც ახლა ერთბაშად ვლინდება ჩემს სიმღერებში და იდეებშიც.- ადგილობრივ პუბლიკაზე რას იტყვით?- ნიუ-იორკის პუბლიკა მრავალფეროვანია და ძალიან კულტურული. ჩემს კონცერტებზე როგორც მუსიკოსები, კოლეგები, მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე ტურისტები და სრულიად უცხო მსმენელიც მოდის. ისინი, მიუხედავად იმისა, გიცნობენ თუ არა, დიდი პატივისცემით გისმენენ და გქომაგობენ. ამასთანავე ქართველი პუბლიკაც განუყოფელი ნაწილია ჩემი კონცერტების, რითაც ძალიან ამაყი ვარ.- პროდიუსერის ყურადღება მალე მიიქციეთ?- უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გამომიჩნდა პროდიუსერი, რომელიც ჩემს კონცერტს დაესწრო, აღფრთოვანდა და დაინტერესდა ჩემი მუსიკალური იდეებით. შეხვედრებზე დავდიოდით, ვგეგმავდით თანამშრომლობას და განვიხილავდით შემდგომ პროცესებს. მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზებები და მან მიბიძგა, რომ Music Production მესწავლა, სტუდიურ პირობებში მეკეთებინა მუსიკა, ახალი სიმღერები დამეწერა და ჩამეწერა. ამისთვის კი სახლში აპარატურა მჭირდებოდა და, პირველ რიგში, შესაბამისი კომპიუტერი, რაც არ მქონდა.- როგორ და რამდენ ხანში გადაიჭრა ეს პრობლემა?- მაშინვე, როდესაც პროდიუსერისგან გამოვედი. მახსოვს, მისგან ჩაფიქრებული წამოვედი, ერთ ბაღში სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ყველაფერი უნდა მეცადა. უცებ მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და მუსიკოსმა დამირეკა და მომიკითხა. საუბრის ბოლოს კი ისე, უბრალოდ მითხრა, რომ მჩუქნის კომპიუტერს, თანაც ზუსტად ისეთს, როგორიც მჭირდებოდა! ასეა, როცა რაღაც ძალიან გსურს და ამისთვის იბრძვი, თითქოს სამყაროც შენკენაა. მე ძალიან მეამაყება ჩემი თაობა და მინდა, რომ საკუთარი გამოცდილებით წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის უკეთესი და პროგრესული მომავლის საქმეში. ნოსტალგიასაც ამით ვერევი, რომ აქ, ამ ბრძოლაში ჩემს მისიას ვემსახურები...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24580/59/245805973_181:0:2001:1365_1920x0_80_0_0_a1bad1d99462ac7d5b83b405fb7334bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში, საინტერესო ადამიანები
ჯაზის ქართველი მომღერალი ამერიკაში - „როცა სამყაროც შენკენაა“
17:08 24.10.2022 (განახლებულია: 21:04 24.10.2022) მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული, ნიუ-იორკის მუსიკალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალბომი ჩაწერა, დღეს ჯაზური კომპოზიციების შესასრულებლად ეპატიჟებიან ისეთ კლუბებში, სადაც ლეგენდარული მუსიკოსები გამოდიან ხოლმე.
ეს ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ნუცი ნებიერიძეა, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა გადაწონა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კონცერტი და ღონისძიება ჰქონდა ნიუ-იორკის სხვადასხვა ცნობილ ვენიუებში, როგორებიცაა Birdland Jazz Club, Birdland Theatre, Club Bonafide, Rockwood Music Hall, Tribeca Performing Arts Center, Consulate General Of Georgia, The Amadeus Performance Hall და სხვ.
– ნუცი, ნიუ-იორკში როგორ ჩააბარეთ საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში?
- ისე მოხდა, რომ საკმარისი ფინანსების არქონის გამო, მერე კი აშშ-ის ვიზაზე ორჯერ უარის მიღების შემდეგ ზუსტად სამი წელი ნიუ-იორკში ვირტუალურად ვცხოვრობდი. გამოცდები სამჯერ ჩავაბარე და უნივერსიტეტიდან დაფინანსებაც თანდათანობით გამეზარდა. საბოლოოდ მაღალი დაფინანსებითა და მშობლების ხელშეწყობით ამერიკაში ჩამოვედი, დავამთავრე მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური უნივერსიტეტი The New School For Jazz And Contemporary Music.
- ამერიკასთან თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იყო?
- კონსერვატორიის დამთავრების მერე ვემზადებოდი შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის, რასაც ნიუ-იორკში ჩასვლა წარმოადგენდა. დიდი მზადებისა და სამწლიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, აქ ჩამოვედი. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც პირველად გავედი მანჰეტენზე, გავიარე უნივერსიტეტთან იმ ქუჩებზე, სადაც მანამდე ფოტოებით, ვირტუალურად ვცხოვრობდი. პირველი წელი ძალიან ინსპირაციული იყო, მართლა ვეზიარე იმ „კულტურულ შოკს“, რითიც ნიუ-იორკი გამოირჩევა. ახალ სამყაროსთან შეგუება სულ არ გამიჭირდა, პირიქით, აქ იმდენი ხანი ვერ ჩამოვდიოდი, რომ სწავლას და მოღვაწეობას დაგროვილი ენერგიით „შევუტიე“. სხვათა შორის, იმ ადგილზე, სადაც პირველი გასვლის დროს ყველაზე დიდი ემოციური შოკი დამემართა, ხანდახან ახლაც მივდივარ, ისევ იქ ვდგები, იმ ქუჩაზე, რომ ის განცდა გავიხსენო. ამ ფორმით ალბათ საკუთარ თავს მინდა შევახსენო, თუ რა გზა გამოვიარე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა.
- სტუდენტობის დროს აქტიურად გამოდიოდით სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებზე...
- თბილისში აქტიური მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად გამოვდიოდი კონცერტებზე, კლუბებსა და ბარებში. მყავდა სხვადასხვა ბენდი, ვაკეთებდი სტუდიურ ჩანაწერებს, ვმღეროდი სხვადასხვა ფესტივალზე და დიდ კონცერტებზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სატელევიზიო კონკურსებშიც. ასე თანდათან ვაგროვებდი გამოცდილებას, ვწერდი მუსიკას. ჯაზურ მუსიკასთან ბავშვობიდან ვგრძნობდი კავშირს და ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი გაუცნობიერებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ. მუდამ გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი და ჩემი შინაგანის რეალიზება სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. თუმცა ეს ეხება ზოგადად მუსიკასაც, რადგან ჯაზთან ერთად სხვა მრავალი ჟანრის გავლენაც მაქვს, რაც ახლა ერთბაშად ვლინდება ჩემს სიმღერებში და იდეებშიც.
- ადგილობრივ პუბლიკაზე რას იტყვით?
- ნიუ-იორკის პუბლიკა მრავალფეროვანია და ძალიან კულტურული. ჩემს კონცერტებზე როგორც მუსიკოსები, კოლეგები, მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე ტურისტები და სრულიად უცხო მსმენელიც მოდის. ისინი, მიუხედავად იმისა, გიცნობენ თუ არა, დიდი პატივისცემით გისმენენ და გქომაგობენ. ამასთანავე ქართველი პუბლიკაც განუყოფელი ნაწილია ჩემი კონცერტების, რითაც ძალიან ამაყი ვარ.
- პროდიუსერის ყურადღება მალე მიიქციეთ?
- უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გამომიჩნდა პროდიუსერი, რომელიც ჩემს კონცერტს დაესწრო, აღფრთოვანდა და დაინტერესდა ჩემი მუსიკალური იდეებით. შეხვედრებზე დავდიოდით, ვგეგმავდით თანამშრომლობას და განვიხილავდით შემდგომ პროცესებს. მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზებები და მან მიბიძგა, რომ Music Production მესწავლა, სტუდიურ პირობებში მეკეთებინა მუსიკა, ახალი სიმღერები დამეწერა და ჩამეწერა. ამისთვის კი სახლში აპარატურა მჭირდებოდა და, პირველ რიგში, შესაბამისი კომპიუტერი, რაც არ მქონდა.
- როგორ და რამდენ ხანში გადაიჭრა ეს პრობლემა?
- მაშინვე, როდესაც პროდიუსერისგან გამოვედი. მახსოვს, მისგან ჩაფიქრებული წამოვედი, ერთ ბაღში სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ყველაფერი უნდა მეცადა. უცებ მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და მუსიკოსმა დამირეკა და მომიკითხა. საუბრის ბოლოს კი ისე, უბრალოდ მითხრა, რომ მჩუქნის კომპიუტერს, თანაც ზუსტად ისეთს, როგორიც მჭირდებოდა! ასეა, როცა რაღაც ძალიან გსურს და ამისთვის იბრძვი, თითქოს სამყაროც შენკენაა. მე ძალიან მეამაყება ჩემი თაობა და მინდა, რომ საკუთარი გამოცდილებით წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის უკეთესი და პროგრესული მომავლის საქმეში. ნოსტალგიასაც ამით ვერევი, რომ აქ, ამ ბრძოლაში ჩემს მისიას ვემსახურები...